Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 28 თებერვალი 2020 21:46

ბავშვები მართლმსაჯულების პირისპირ - არსებული რეალობა რეფორმის ფონზე

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური 

 

არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ბოლო ერთ წელში მედიამ არაერთი ფაქტი გააშუქა. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის წინ გაეროს კონვენციის შესაბამისად ევროკავშირის დახმარებით საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაამტკიცა და 2017-2021 წლების სტრატეგიაც განსაზღვრა, პრობლემები ამ სფეროში ისევ რჩება და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი ბოლო 2 წელში არ შემცირებულა.


ვინ და როგორ უნდა დაეხმაროს მოზარდს ინტერესის სფეროს მოძებნაში, ახალი დანაშაულის პრევენციისთვის და როგორია ამ მიზნით კომპლექსური ადექვატური მიდგომები? რა როლი აქვს ოჯახს და სახელმწიფოს ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებაში და როგორი უნდა იყოს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში? ამ საკითხების გააზრება და ცნობიერების დონე დღემდე დაბალია, მაშინ როცა აღნიშნული სტრატეგიის პერიოდის დასრულებამდე 1 წელია დარჩენილი.

 

რეპორტაჟს მოუსმინეთ: