Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 10:52

ბერბუკის დასახლებაში დევნილი ბავშვების მონაწილეობით დებატები გაიმართა

Rate this item
(0 votes)

ბერბუკის დასახლებაში დევნილი მოზარდების მონაწილეობით დებატების ხელოვნებაზე ტრენინგი ჩატარდა. სათემო ცენტრში შეკრებილ 15 მოსწავლეს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მაია მიხანაშვილი შეხვდა. აქტივობა კარლ პოპერის სტილის დებატებს დაეთმო.

 

ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მოზარდებთან შეხვედრამ საინტერესო და სახალისო გარემოში ჩაიარა, შეხვედრა კარლ პოპერის სტილის დებატებს შეეხებოდა , ბავშვები დაინტერესდნენ საცდელ დებატებშიც მიიღეს მონაწილეობა,  თუმცა ერთჯერადი შეხვედრა არაა საკმარისი, მათ ნამდვილად სჭირდებათ მსგავსი ტიპის შეხვედრები, რათა უფრო გახსნილები, კომუნიკაბელური და თავდაჯერებულები იყვნენ. დღეს ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადაიდგა, დანარჩენი უკვე სამომავლო გეგმებისა და აქტივობების საქმეა",-ამბობს მაია მიხანაშვილი.

 

დებატების ხელოვნებაზე ტრენინგი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა პროექტის, "ქალთა ჯგუფების გაძლიერება სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ფონდი "ტასო“ აფინანსებს. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების კამპანიითა და ქალთა საზოგადოებრივი აქტივიზმის მხარდაჭერით სოციალური ცვლილებების განხორციელება ადგილზე და სოციალური სამართლიანობის მშენებლობისთვის მხარდაჭერა.

 

"ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდებს მივაწოდეთ ინფორმაცია კარლ პოპერის მეთოდებით, რომელიც ეფუძნება ღია საზოგადოების ფილოსოფიას და ავითარებს არაერთ უნარს ახალგაზრდებში, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის პრინციპი და რომელიც სწორი -ღირებულებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მოზარდ ასაკში უსამართლობის შეგრძნება მომავალში ხდება რა ავტოკრატიულობისა და ძალადობის საფუძველი, დებატების პროცესში ურთიერთპატივისცემის სულისკვეთება ხელს შეუწყობს დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას . სადებატო თემად გენდერული თანასწორობის თემა შევარჩიეთ. ბერბუკის დასახლებამდე მსგავსი შეხვედრა კარალეთში ჩავატარეთ“, -ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ თედლიაშვილი.

 

ახალგაზრდები ბერბუკში, დასახლების სათემო ცენტრის კოორდინატორმა შეკრიბა. დიანა მარიამიძე ამბობს, რომ დევნილი მოზარდები მსგავსი ტიპის ტრენინგებით განებივრებულები არ არიან და მათი ამ მხრივ გააქტიურება განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

"საჭიროა მსგავსი შეხვედრები უფრო ხშირად ტარდებოდეს,ბავშვები მეტად აქტიურად იქნებიან ჩართულები და უფრო გახსნილები და განვითარებულები იქნებიან“, - ამბობს დიანა მარიამიძე.

 

ბერბუკის შემდეგ ტრენინგი ვერხვების დასახლებაშია დაგეგმილი. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებთან 7 თვიანი პროექტის ფარგლებში ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ჩატარდება.