Print this page
პარასკევი, 03 აპრილი 2020 15:46

გორის მერია 4 ახალი თანამშრომლის შესარჩევად კონკურსს გამოაცხადებს

Rate this item
(0 votes)

"ბავშვის უფლებათა კოდექსი" 1 ივნისამდე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სამსახურის შექმნას ავალდებულებს.

 

ამავე კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დასაქმებული უნდა იყვნენ სულ მცირე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.

 

გორის მერია კი, უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით აპირებს შეარჩიოს ამ განყოფილების ხელმძღვანელი და 3 სპეციალისტი, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და ინსპექტორის პოზიციებზე, რომელთა ხელფასი თვეში 900-900 ლარით იქნება განსაზღვრული. მათი ხელმძღვანელი კი თვეში 1200 ლარს მიიღებს.

 

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურს დაექვემდებარება, ისევე როგორც შრომის უსაფრთხოების განყოფილება, რომელიც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებასთან გააერთიანეს და 2 სპეციალისტს ამ მიმართულებით ხელფასთან ერთად ფუნქცია-მოვალეობებიც გაუზარდეს.

 

რადიო "მოზაიკას" კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა რომელიმე უკვე შექმნილ სამსახურში აღნიშნულის მსგავსად კომეტენციების შეთავსება, მაგალითად სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, სადაც სწორედ მოთხოვნილი პროფილის ადამიანები (მაგალითად, ფსიქოლოგები და ბავშვებთან ურთიერთობის სპეციალისტები) მუშაობენ გორის მერიაში ასეთ განმარტებას აკეთებენ:

 

"რაც არ უნდა კვალიფიკაცია ჰქონდეს ვინმეს სათანადო საქმიანობიდან გამომდინარე და შრომის მოცულობიდან გამომდინარე, ამის შეთავსება ვერ მოხდება".

 

აღსანიშნავია, რომ 4 ახალ თანამშრომელზე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს თვეში 3 800, წელიწადში კი 46 800 ლარით გაზრდის.