Print this page
ორშაბათი, 18 მაისი 2020 13:04

რას წერენ უცხოელი ტურისტები სტალინის მუზეუმზე?

Rate this item
(0 votes)

TripAdvisor - ასე ჰქვია საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმას, რომელიც მოგზაურობით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს ამა თუ იმ ადგილის შესახებ.

 

სტალინის მუზეუმის შესახებ, აღნიშნულ პლატფორმაზე ტურისტებმა 808 რეცენზია დაწერეს. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ ტურისტების მოსაზრებებს და შენიშვნებს სტალინის მუზეუმის შესახებ.


მომხმარებელი TheLush101 კარდიფიდან, გაერთიანებული სამეფო, დეკემბერი, 2019:


ინფორმაციის დიდი ნაწილი რუსულ ენაზეა, სწორედ ამიტომ აქ დიდი დრო არ გაგვიტარებია. ჩემთვის გასაოცარი იყო იმის ნახვა თუ როგორი ძლიერი პროპაგანდა იყო საბჭოთა კავშირსი და დღემდე როგორ არის შემონახული ეს პროპაგანდა. ასევე საინტერესო იყო იმის ნახვა, რომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი მოდის სტალინის მუზეუმში და განიხილავს მის ცხოვრებას. ეს არის ნამდვილად უნიკალური გამოცდილება და ღირს, რომ ესტუმრო ამ მუზეუმს.

 

 


მომხმარებელი lefmpal კავალადან, საბერძნეთი, ნოემბერი 2019:


ჩვენ ვესტუმრეთ მუზეუმს, სადაც ვნახეთ ფოტოები სტალინის პერსონალური, პოლიტიკური, აკადემიურიო და სოციალური ცხოვრებიდან. მუზეუმის ეზოში არის პატარა სახლი, სადაც ის 4 წელი ცხოვრობდა და ასევე, მატარებელი, რომელსაც ის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა. ერთადერთი რის გაუმჯობესებასაც ვისურვებდი არის გიდების მომსახურება. მას არ მოუწოდებია ჩვენთვის საკმარისი ინფორმაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ საერთოდ არაფერი იცი სტალინზე, გიდისგან მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას მოისმენ მის შესახებ.

 

 


მომხმარებელი sleepster ჩიკაგოდან, ილინოისი, აშშ , ოქტომბერი, 2019:


ესტუმრო მუზეუმს, რომელიც ეძღვნება სტალინის ხსოვნას, რომელმაც შექმნა სისხლიანი საუკუნე, არის ცოტა უცნაური გამოცდილება. განსაკუთრებით საჩუქრების პატარა მაღაზია, სტალინის გამოსახულებებით. რთული წარმოსადგენია ხო, რომ არსებობდეს ჰიტლერის მაღაზია? ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის სიურპრიზი იყო ამდენი ვიზიტორის ნახვა, თანაც, როგორც ამბობენ, ნებისმიერ სეზონზე ჰყავს დამთვარიელებელი მუზეუმს. ექსტერიერის დიზაინიც ასევე სიურპრიზი იყო ჩემთვის, რადგან ის იტალიურს უფრო ჰგავდა, ვიდრე საბჭოთა დროინდელს. რაც შეეხება, ინტერიერს, ეს ნამდვილად საბჭოთა დროინდელია. საგამოფენო სივრცეებში, სტალინის ბნელი მხარე მინიმალიზებულია, ასევე გიდების მხრიდანაც არ ხდება სრული სურათის წარმოჩენა.


მომხმარებელი Cazzooo, პატაიდან,ოქრომბერი, 2019:


ნამდვილად საინტერესო მუზეუმია, თავისი პატარა სახლით და მატარებლით. როგორც გიდმა გვითხრა, ეს არის ნამდვილი მუზეუმი მუზეუმში, რომელშიც ბოლო 30 წელია არაფერი შეცვლილა. მუზეუმი წარმოაჩენს სტალინს ოფიციალური ძველი საბჭოთა გადასახედიდან, როგორც ჰეროიკულ და კეთილმოსურნე პიროვნებას და არა მკვლელ ფსიქოპათს, რომელიც ის სინამდვილეში იყო.
მომხმარებელი:Michael W რედინგიდან, კონექტიკუტის შტატი, აშშ , ოქტომბერი

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რომ ვიღაც ვინც მოკლა მილიონობით ადამიანი იყოს "სახელოვანი" და ჰქონდეს მუზეუმი, მაგრამ ასეა. მუზეუმში არ არის ინგლისურენოვანი წარწერები და ახსნები ექსპონატების, სწორედ ამიტომ უნდა დარწმუნდეთ რომ ინგლისურად მოსაუბრე გიდი გაგიწევთ წინამძღოლობას. ერთი საათი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ნახოთ ყველაფერი.

 

 


მომხმარებელი JeremyAzzopardi მალტადან, ოქტომბერი 2019:


ჩამოსვლისთანავზე გვითხრეს, რომ ინგლისურენოვანი გიდი ადგილზე არ იყო. როცა ვიკითხეთ რამდენი ხანი უნდა გვეცადა გიდისთვის, მომსახურე პერსონალმა მხრები აიჩეჩა. ნახევარ საათზე მეტი ველოდეთ. ეს ძალიან უხერხული იყო, რადგან დროის გრაფიკი მკაცრად გვქონდა გაწერილი, ყველაფერი უნდა მოგვესწრო. მუზეუმი ნორმალურია, თუმცა არა გადასარევი, რადგან ფოტოგამოფენებს არ აქვს აღწერები ინგლისურ ენაზე, ამიტომ მკაცრად რეკომენდებულია ჩემგან, რომ ინგლისურენოვანი გიდი აიყვანოთ. გიდები, რომლებიც სტალინის მუზეუმს ემსახურებიან ცოტა უღიმღამოები ჩანან და არც მთლად ზრდილობიანები არიან, თუმცა ისინი ადეკვატურად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. მიუხედავად ყველაფრისა, მუზეუმი არაა ის ადგილი, რომელიც უნდა გამოტოვო საქართველოში სტუმრობისას. მე ვიცი, რომ საქართველოს უნდა, რომ მიიზიდოს მეტი ტურისტი, თუმცა უინტერესო თანამშრომლები მუზეუმში, ამას ვერ უზრუნველყოფენ.