Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მაისი 2020 19:04

გორის მერია 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ზედამხედველობაზე 2 მლნ-ს დახარჯავს

Rate this item
(0 votes)

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგისთვის გორის მერია 2 მლნ 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

 

 

2020-2021 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობისთვის გორის მერია 2 მლნ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს, - ამის შესახებ მერია ელექტრონულ ტენერს აცხადებს.

 

წინადადების მიღებისთვის განსაზღვრული დრო ერთი კვირაა. პრეტენდენტებს მონაწილეობის მიღება 17 დან 22 ივნისამდე შეეძელებათ.


მერიას სურს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი 7 თვის გარდა, შერჩეულმა კომპანიამ 2021 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაც გაუწიოს სამუშაოების დასრულებამდე.


აღსანიშნავია, რომ გორის მერიას პარალელურად აქვს ზედამხედველობის სამსახური, რომლის თანამშრომლები ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, თუმცა გორის მერი ამბობს, რომ ამ სამსახურს ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპერტიზა და სათანადო შეფასება ევალება.


გორის მერიის საიტზე კი წერია, რომ ზედამხედველობის სამსახური 3 განყოფილებისგან შედგება და მის ფუნქციებს შორის, შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების, მომსახურების და საბოლოო მიღება-ჩაბარების ღონისძიების განხორციელების მიზნით, შესაბამისი კონტორლისა და ზედამხედველობის ვალდებულებაც შედის.


იხ. ვრცლად: http://gori.gov.ge/samsaxurebi/112-zedamxedvelobis-samsaxuri.html


ადმინისტრაციის უფროსი კი ახალი კომპანიის შერჩევის გადაწყვეტილებას არასაკმარისი კადრებით ხსნის.


გორის მერიამ შესრულებული სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის, ასევე მისი ხარისხის შეფასებისთვის წელს უკვე 830 000 ლარამდე გადაიხადა. პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება უწყებამ შპს ოპტიმალ გრუპ+"-ს პანდემიის პერიოდში გაუფორმა - პირველი ხელშეკრულება 510 000 ლარიანია, მეორე კი 319 000 ლარის მომსახურების გაწევას გულისხმობს.


გარდა ამისა, გორის მერია დაახლოებით 30 000 ლარს ხელფასის სახით, ანალოგიური ფუნქციის მქონე მის დაქვემდებარებაში არსებული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომნლებს უხდის.