Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 27 მაისი 2020 19:27

სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს სამეწარმეო პროექტში რეგისტრაცია 8 ივნისამდე შეეძლებათ

Rate this item
(0 votes)

სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებისთვის სამეწარმეო პროექტის მე -3 ფაზაში მონაწილეობის მისაღებადRDFG (ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის) რეგისტრაციას აცხადებს.


პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამის მხარდამჭერები არიან "აწარმოე საქართველოში", "შემოქმედებითი საქართველო", "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი", საქართველოს ეროვნული ბანკი და"თიბისი"ბანკი.

ასოციაციის ინფორმაციით, რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე.

ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

"პროგრამის მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. საბოლოო ეტაპზე, საგრანტო კომისია გამოავლენს მინიმუმ 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა",- ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

ინფორმაციისთვის, 2019 წელს გამართული რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის ორი ფაზის ფარგლებში, 10 გამარჯვებული პროექტი შეირჩა. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს, მათ შორის გორიდან იყო პროექტი: ჭვავის/წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება და ვაშლის ძმრის წარმოება.

სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი; რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო – კასპი; ელექტრო მომსახურების ცენტრი – კასპი; ფრჩხილის მოვლის სალონი – ბოლნისი; ერთიანი ონლაინ პლატფორმა „რა ვაჩუქო“ – ზუგდიდი.

პროგრამის III ფაზა2020 წლის ივნისი - ივლისში გაიმართება:

13-14 ივნისი – ადგილობრივი ტრენინგი

12-19 ივლისი – სამეწარმეო ბანაკი შერჩეული საპროექტო წინადადებების ავტორთათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;

სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტში რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://rdfg.ge/ka/phase-3-registration/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 8 ივნისი 18:00 სთ.
დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ :
ფილიპე აბუსერიძე – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ასისტენტი, RDFG
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, RDFG
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.