Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 22 ივნისი 2020 16:42

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლამ მოსწავლეებს 4 კლასის დასრულება საზეიმოდ მიულოცა

Rate this item
(0 votes)

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა ერთ-ერთია, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, სკოლის დაწყებითი საფეხურის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნა.

 

 

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს საზეიმო ღონისძიება „ახალბაღში“ მოუწყო. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მათ საკუთარი მოსწავლეების უსაფრთხოებასა და სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე მაქსიმალურად იზრუნეს.

 

 

„ჩვენი მიზანი ის იყო, რომ ბავშვები ცოტა გაგვეხალისებინა და ეს 4 კლასი ისე დაემთავრებინათ, რომ გასახსენებელი ამბებიც ჰქონოდათ. ამის საშუალებას დისტანციური ურთიერთობა ნაკლებად გვაძლევდა. ამიტომ გადავწვიტეთ, რომ ასე ღია სივრცეში გაგვეკეთებინა პატარა ღონისძიება. სკოლის შენობაში მაინც ვერ გავბედეთ შეკრება, რადგან ამდენი ბავშვის შეკრება რისკის შემცვლელია. ძალიან მიხარია, რომ ამ იდეის განხორციელება მოგვიხერხდა”, - ამბობს სკოლის დირექტორი მარინე ბოჭორაძე.

 

 

დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი ღონისძიების დაგეგმავში აქტიურად იყვნენ ჩართულები მასწავლებლები. შორენა ციცქიშვილი ამბობს, რომ ამ სკოლას ერთ-ერთი მახასიათებელი მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. როგორც დამრიგებელი ამბობს, ეს ღონისძიებაც სწორედ ამის დადასტურებაა.

 

 

„ძალიან დიდი მონატრება გვქონდა და ერთმანეთს დისტანციურად ვეფერებოდით, ისე იშრომეს ამ პერიოდში მასწავლებლებმა და მშობლებმა, რომ სწავლების ის ხარისხი, რაც სკოლის შენობაში უნდა მიგვეღო, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ.“

 

 

სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები მშბლებიც. ისინი დისტანციური სწავლების პროცესშიც მონაწილეობდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ეს პროცესი ეფექტიანი ყოფილიყო.

 

„პანდემიის გამო, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, როგორც ბავშვებითვის ისე მშობლებისთვის, მაგრამ ამ სკოლის მასწავლებელთა პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მთლიანად ვიყავით ჩართულები, მალევე ავუღეთ ალღო დისტანციურ სწავლებას და ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ყურადღებას კლასის დამრიგებელი ყველა ბავშვს აქცევდა, გაკვეთილი არ ჩავარდნილა”, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ნინო ბერიშვილი.

 

 

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა უკვე ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. სკოლის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ მომავალი წლიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება, თუმცა დისტანციური სწავლების რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაში, სკოლა მზად არის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება ონლაინ რეჟიმში მიაწოდოს.

 

 

 

მასალა მომზადებულია ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის დაკვეთით.