Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 ივნისი 2020 20:49

სცემეს თუ არა გორში მამაკაცს პოლიციელებმა - საქმე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურშია 

Rate this item
(0 votes)

მოქალაქის საქმეს, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური განიხილავს.

 

ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" მამაკაცის უფლებადამცველმა ალექსი მერებაშვილმა უთხრა. 


სამართალდამცავები ტეტუნაშვილს პოლიციის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

 

"ვაპირებ რომ, მივმართო გენერალურ ინსპექციასაც, ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა წერია რომ ვნახო და შემდეგ გავგზავნი. გადაწყვეტილება არა უმეტეს 10 დღის ვადაში უნდა ჩაგვბარდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლომ გაამართლა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევაში", - გვითხრა მერებაშვილმა. 

 

ვალერი ტეტუნაშვილმა დღეს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა. იგი იმ პროცესის ჩანაწერის გადაცემას ითხოვს, რომელიც მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ გაიმართა. ის ამბობს, რომ მისი საქმის გამოძიება არაობიექტურად წარიმართა.

ამავე თემაზე:მამაკაცს სურს დაისაჯონ პოლიციელები, რომლებმაც ის სცემეს

"ვინც უკანონოდ მომექცა, ის ორი პოლიციელი არ დაუკითხავთ, სხვა ადამიანები დაკითხეს, დამნაშავე პოლიციელები სასამართლო პროცესს არც დასწრებიან. ახლა მოვედი სასამართლოში, განცხადება უნდა დავტოვო, რომ სასამართლოს ჩანაწერი გადმომცენ. ვინც დაკითხეს, ზოგი მათგანი არც ესწრებოდა ჩემს დაკავებას", - ამბობს ტეტუნაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, ვალერი ტეტუნაშვილისადმი პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა. მამაკაცი ამბობს, რომ პოლიციელებმა ის ჯერ კომბინატის დასახლებაში, შემდეგ კი რაიონულ სამმართველოსთან სცემეს.

 

 

ამავე თემაზე:მოქალაქე გორელ პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს