Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 11:22

გორში 27 წლის ბიჭი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა - ბრალდებული თავისუფალია

Rate this item
(0 votes)

27 წლის გ.დ-ს წინააღმდეგ გორის რაიონულ სასამართლოში საქმისწარმოება დაიწყო. მას ბრალად ედება ცოლზე ძალადობა. საქმეს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი განიხილავს. როგორც ცნობილია, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. ძალადობის ბოლო ეპიზოდი პანდემიის დაწყებისას მოხდა.

 

"გ.დ-ს პროკურატურა ედავება ბრალდების 4 ეპიზოდს. ძალადობის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. წინასასამართლო სხდომაზე პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებათა ნუსხას", - განაცხადა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა.

 

ბრალდებულს მოსამართლემ ბრალდების არსი და მოსალოდნელი განაჩენის შესახებ განუმარტა. როგორც ცნობილია, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული გ.დ ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა სხდომაზე მტკიცებულებების ნუსხა წარმოადგინა, რომელიც საბოლოო ჯამში, მოსამართლემ დასაშვებად ცნო.

 

"მოსამართლეს ვთხოვ მოცემული მტკიცებულებები დასაშვებად ცნოს, იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა ნინო ზურაბაშვილმა.

 

ბრალდებულმა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და საქმის არსებითი განხილვის თარიღი დანიშნა.

 

როგორც ცნობილია, მორიგ სასამართლო სხდომაზე მოწმეები დაიკითხებიან.