Back to Top
ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 17:11

რა მოხდა გორის არასრულწლოვანთა თავშესაფარში - მხარეთა განმარტებები

Rate this item
(0 votes)

გორის გორის არასრულწლოვანთა თავშესაფარში მცხოვრებმა ბავშვებმა 112-ში დარეკეს. მათი ნათქვამის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. რა მოხდა თავშესაფარში? - ამის გასარკვევად რადიო „მოზაიკა“ მხარეებს ესაუბრა.

 

არასრულოვანი და-ძმა პოლიციას დაუკავშირდა -  ისინი კვებასთან დაკავშირებულ შეზღუდვას და ერთ-ერთი მეთვალყურის მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ.

 

112-ში დარეკვის შემდეგ, მოზარდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბავშვთა ზრუნვის განყოფილების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ პრეტენზიებს პირადად გაეცნენ.

 

"რამდენად შეესაბამება რეალობას ბავშვების ნაამბობი? ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას? რა სახის იყო ეს ძალადობა? - ამ საკითხებზე უფრო მეტი საუბარი ალბათ გამოძიების შემდეგ შეგვეძლება. ზედამხედველი, რომელსაც მოზარდები ასახელებენ და ადანაშაულებენ ამ ფაქტში, საზოგადოება "ბილიკის თანამშრომელია", - ამბობს სოციალური მუშაკი ნინო გიგიაძე.

 

საზოგადოება "ბილიკი" არის პროვაიდერი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით აღნიშნულ თავშესაფარს ბავშვებზე ზრუნვის სერვისს აწოდებს. "ბილიკის" წარმომადგენელი ხვიჩა პოსოშვილი რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას განმარტავს, რომ ჩართულია საკითხის გარკვევის პროცესში და აცხადებს, რომ არასრულწლოვნების მიმმართ არანაირ ზეწოლას თავშესაფარში ადგილი არ ჰქონია.

 

"ესენი არიან მზრუნველობას მოკლებული, ოჯახიდან გამოყვანილი ბავშვები.  ორ ბავშვს ჰქონდა პრეტენზია თავშესაფრის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მაგალითად არ უნდათ ჭამა იმ დროს, რა დროც სადილსა თუ ვახშამზეა გათვალისწინებული. ამ თავშესაფრის შინაგანი წესები სახელმწიფოს მიერ დადასტურებული სტანდარტების შესაბამისადაა გაწერილი. მაგალითად, რა დროს უნდა დაიძინონ, გაიღვიძონ, ისაუზმონ და ა.შ. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ თითქოს აღმზრდელმა დაარტყა. ამიტომ წავიდა გამოძიება ამ მიმართულებით, რომ გარკვეულიყო მართლა იყო თუ არა ძალადობა ბავშვებზე. ზუსტად ვიცი, რომ ტყუილია ეს და ბავშვებზე არანაირ ცემას ადგილი არ ჰქონია, თუმცა გამოძიება დაადგენს ყველაფერს", - ამბობს ხვიჩა პასოშვილი.

 

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გულისხმობს.

 

ინფორმაციისთვის, გორში არასრულწლოვანთა თავშესაფარი 2011 წლიდან ფუქნციონირებს. ამჟამად, აქ 8 არასრულწლოვანი ცხოვრობს, რომლებსაც თითოეული ქმედება დროში გაწერილი აქვთ: