Back to Top
პარასკევი, 28 აგვისტო 2020 15:18

რა ფუნქციები ექნება ფსიქოლოგს და სოციალურ მუშაკს გორის მერიის ახალ განყოფილებაში

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა ბაშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, სადაც დასაქმებული იქნება, როგორც ფსიქოლოგი, ასევე სოციალური მუშაკი.

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებიდან ირკვევა, რომ ფსიქოლოგის ფუნქცია იქნება ს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობის შესწავლა, შემდეგ კი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.


"ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით განახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით მოახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს", - აღნიშნულია განკარგულებაში.


რაც შეეხება, სოციალურ მუშაკს, მის მოვალეობებს შორის იქნება ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა.


"თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში", - ნათქვამია განკარგულებაში.


ამავე თემაზე: გორის მერია დაგეგმილზე მეტი თანამშრომლის აყვანისთვის საკრებულოს ნებართვას სთხოვს

 

როგორც ცნობილია, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში 2 სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ინსპექტორი იმუშავებს.