Back to Top
პარასკევი, 04 სექტემბერი 2020 13:47

გორის მერიამ მუნიციპალური საცურაო აუზის აშენება საჭიროდ არ ჩათვალა

Rate this item
(0 votes)

გორის მერია დახურულ საცურაო აუზს აღარ ააშენებს. ინფორმაციას გორის მერი ადასტურებს.

 

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით მსგავსი სივრცის მოწყობას კერძო კომპანიები ისედაც ახორციელებენ, აქედან გამომდინარე ადგილობირვი ბიუეტიდან დამატებითი თანხების დახარჯვა ამ მიზნით თავზარაშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

"გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას საცურაო აუზისთვის არ გამოყოფს. ძალიან ძვირი ჯდება. როცა კარგი ცხოვრება გვექება მერე ვიფიქროთ ამაზე. მითუმეტეს ვიცით, რომ გორში რამდენიმე აუზის გახსნა იგეგმება კერძო პირების მიერ და ამიტომ ადგილობირივი ბიუჯეტიდან ტანხების დახარჯვა არ იქნებოდა გამართლებული", - ამბობს გორი მერი.

 

მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა 2021 წლის მარტიდან ოქტომბრამდე იყო დაგეგმილი. ეს კი რეგიონის განვითარების 3 წლიანი განვითარების სტრატეგიაშია გაწერილი.

 

"საცურაო აუზის შენობა იქნება ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება მთელ რეგიონში რომლითაც ისარგებლებს არა მარტო ქალაქის, არამედ მეზობელი სოფლებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. პროექტით გათვალისწინებულია ახალი შენობის მშენებლობა ტექნოლოგიური (წყალმომარაგება-კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, სახანძროსიგნალიზაცია) თანამედროვე სისტემებით მოწყობა", - წერია დოკუმენტში.

 

გორის მერიას ამ გეგმის განხორციელებისთვის 4 მლნ 500 ათასი ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, ამ პროფილის დაწესებულების აშენებას ხელისუფლება კერძო სექტორს ანდობს.