Back to Top
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020 15:19

წყლის პრობლემა რიეთში - ხელისუფლების პასუხი ადგილობრივებს

Rate this item
(0 votes)

ორი კვირაა, სასმელი წყალი არ გვაქვს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა.

 

ადგილობრივის თქმით, ოჯახებს წყლის მიწოდება პერიოდულად უწყდებათ. 

 

ამ საკითხზე "მოზაიკა" მერის წარმომადგენელს დაუდასტურდა. ილია ოქრიაშვილის თქმით, მოსახლეობას საქაჩი მოტორები აქვთ დაყენებული, რის გამოც სოფელს სასმელი წყალი აღარ ჰყოფნის.

 

"სოფელში საუბნო ონკანებია დაყენებული, გუშინ წყალი ჰქონდათ. მოსახლეობას მოტორები უყენია და ბაღებში აქვთ გაშვებული მილებით. ამის გამო, სოფელი სრულად ვეღარ მარაგდება. ეს მოტორები დიდი ხანია დაყენებულია უნებართვოდ, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, კერძო საკუთრებას ვერ შევეხებით. პროექტი დაწყებულია, რის შემდეგაც სოფელს ახალი ჭაბურღილი ექნება და მოსახლეობას, სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება", - ამბობს ილია ოქრიაშვილი.