Back to Top
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 12:14

ახალი ბაღის თანამშრომლები უკვე შერჩეული ჰყავთ და კონკურსი ფორმალურია - სადგურის მოსახლეობა

Rate this item
(0 votes)

გორში, სადგურის დასახლებაში ახლადაშენებული საბავშვო ბაღისთვის სააგენტო შერჩევის პროცესს ფორმალურად აცხადებს, რეალურად კი თანამშრომლები დიდი ხნით ადრე შეარჩიეს, - ამ განცხადებას სადგურის დასახლებაში მაცხოვრებლები აკეთებენ და ეჭვობენ, რომ გორის მერიამ ის ადამიანები დაასაქმა, ვისი პოლიტიკური შეხედულებებიც მისთვის მისაღები იყო. 

 

 

"კი აკეთებენ განცხადებებს, რომ შერჩევა მიდის ჯერ არ შეგვირჩევია თანამშრომლებიო, მაგრამ უკვე ზუსტად იციან იმ ადამიანებმა, ვისაც შეპირდნენ, რომ ახალ საბავშვო ბაღში სხვადასხვა პოზიციაზე დაასაქმებენ. ეს შერჩევის პროცესი კი ფორმალურია. დირექტორად "ოცნების" მხარდამჭერი ბელა ტალახაძე ჰყავთ შერჩეული და თანამშრომლებიც მისი თანამოაზრეები არიან. ყველა მათგანის პოლიტიკური შეხედულებები სადგურზე მერის წარმომადგენელთან მაია მთვარაძესთან გადაამოწმეს", - აცხადებს სადგურზე მცხოვრები ნონა მაზმიშვილი.

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და თემის გადამოწმების მიზნით, სადგურის მაცხოვრებლების მიერ დასახელებულ საბავშვო ბაღის დირექტორობის კანდიდატს დაუკავშირდა. ბელა ტალახაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა სკოლამდელი აღზრის სააგენტომ მართლაც წარადგინა, თუმცა მის დანიშვნაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა.

 

"მე წარმადგინა სააგენტომ, მაგრამ ჯერ ბრძანება არ დაწერილა. როგორც ვიცი, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, როგორც ვიცი, ამ პოზიციებზეც ყავს სააგენტოს თავისი კანდიდატურა წარდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ოფიციალურად დანიშვნაზე ჯერ არავის მიგვიღია პასუხი", - ამბობს ბელა ტალახაძე.

 

სკოლამდელი აღზრის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე სადგურის საბავშვო ბაღში თანამშრომელთა შესარჩევად cv-ების მიღება იყო გამოცხადებული. ლია კოვზიაშვილის განცხადებით, კონკუსის საფუძველზე შერჩეული თანამშრომლების ვინაობა სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, ანუ 1 ოქოტომბრამდე გახდება ცნობილი.