იურისტების შეფასებები ფრაქციის თავმჯდომარის სახელით გავრცელებულ მიმოწერაზე

სექტემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოციალურ ქსელში გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მიშა გოგინაშვილის ავტორობით, მიმოწერა გავრცელდა, სადაც ის კონკრეტულ პირს (ან პირებს) სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის გახსნის ვიდეოს მოწონებას სთხოვს. ამავე მიმოწერის თანახმად, გოგინაშვილი ადრესატს (ან ადრესატებს) მიუთეთებს, რომ მან (მათ) ყველა პარტიულს და ახლობელს სთხოვოს აღნიშნული ვიდეოს "დალაიქება". 

მიმოწერა, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელით გავრცელდა, შეაფასეს იურისტებმა. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ის მიმოწერა, რომელიც გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის სახელით ინტერნეტში გავრცელდა, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

"დარღვევა ფიქსირდება., მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირადი ტექნიკური საშუალება იყოს გამოყენებული, მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საკითხი გადის როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელიც ცალსახად არის კანონდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას. არსებულ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, ხომ არ აქვს ადგილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას, მით უმეტეს, რომ ამ წერილის შემდეგ მითითებული პოსტი ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს და დეპუტატს აქვს მოწონებული და ხომ არ აქვს ადგილი სააგიტაციო პროცესში საჯარო მოხელეთა ჩართვის მცდელობას ზეწოლის შედეგად", - განაცხადა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა.

41971938 2142415329365035 8948217959218675712 nsadasdsaddsa

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარემ თანაპარტიელებს ან ახლობლებს მიმართა, კანონდარღვევა არ იკვეთება. მისივე თქმით, დასადგენია, მიმართვის ადრესატები საჯარო მოხელეები იყვნენ თუ პარტიის წევრები. 

"ამ შემთხვევაში დასადგენია, თუ ვის მიმართა აღნიშნულმა პიროვნებამ. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატები იყვენენ საჯარო მოხელეები, მაშინ ირღვევა საარჩევნო კოდექსი და ეს ქმედება ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. თუ მან მიმართა პარტიის წევრებს ან ახლობლებს, მაშინ კანონდარღვევა არ იკვეთება", - განაცხადა ლექსო მერებაშვილმა.

მიხეილ გოგინაშვილი, რომელიც ამავდროულად პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანია, აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. როგორც მან რადიო "მოზაიკას" განუცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით, მედიასთან მოგვიანებით ისაუბრებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი