NGO - ების მიმართვა საოლქო - საარჩევნო კომისიას - ა/ო -ები საკრებულოს აპარატის უფროსის დაჯარიმებას ითხოვენ

ოქტომბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

არასამათვარობო ორგანიზაციები გორის საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაზა ნასყიდაშვილის დაჯარიმებას ითხოვენ. "სამართლიან არჩევნებში" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოში" თვლიან, რომ საკრებულოს აპარატის უფროსმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ზაზა ნასყიდაშვილი მისი დაჯარიმების მოთხოვნას გამოეხმაურა, მისი თქმით სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნის ვიდეოს გაზიარებით კანონი არ დაურღვევია.

“პირდაპირი ჩანაწერი და მოწოდება არ გამიკეთებია, ამიტომ ეგ აგიტაციად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად კანონი არ დამირღვევია, სამუშაო საათებში კი მაქვს გაზიარებული, მაგრამ მოწოდება ან მსგავსი ჩანაწერი არ გამიკეთებია, დაველოდოთ, კომისიის გადაწყვეტილებას“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

ზაზა ნასყიდაშვილის დაჯარიმება “სამართლიანმა არჩევნებმა“ და “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ საოლქო - საარჩევნო კომისიას მას შემდეგ მოსთხოვა, რაც ნასყიდაშვილმა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ვიდეო გააზიარა. საჩივრის მიხედვით, ნასყიდაშვილმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვას უკრძალავს. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ნასყიდაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც საჩივრის განხილვა დაიწყება. 

“კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს საჩივრის განხილვა, ბატონ ზაზა გაეგზავნა უკვე ინფორმაცია, რომ წარმოადგინოს თავისი პოზიცია, როგორც კი წარმოადგენს, დაიწყება განხილვა“, - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიას ზაზა ნასყიდაშვილის დაჯარიმების მოთხოვნით გუშინ მიმართა. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი