ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა და ფუნქციები-დისკუსია გორის დემოკრატიის სკოლაში

ოქტომბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს ალექსანდრე ელისაშვილი შეხვდა და მათ საკუთარი პოლიტიკური და ჟურნალისტური გამოცდილება გაუზიარა. ასევე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე და მოქალქეთა ჩართულობაზე თვითმმართველობაში.

"სტერეოტიპები, რის გამოც ადამიანები პოლიტიკაში ჩართვას თავს არიდებენ, უნდა დაიმსხვრეს", - ალექსანდრე ელისაშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეების პოლიტიკურად აქტიურობის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. როგორც მან დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა, განათლებული და გამოცდილების მქონე ადამიანები პოლიტიკაში ჩაბმისაგან თავს იმ მოტივით იკავებენ, თითქოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა სამარცხვინოა.

“დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთის მხრივ, მე ვყვებოდი ჩემს პირად გამოცდილებას თვითმმართველობაში, თბილისის საკრებულოში მუშაობის და მეორე მხრივ იმაზე, რაც პირადად მე მიმაჩნია მთავარ პრობლემატურ სტერეოტიპად - ის, რომ თითქოს პოლიტიკა არის ბინძური საქმე და ნორმალური და კეთილსინდისიერი, კვალიფიციური ადამიანები სწორედ ამის გამო არიდებენ თავს პოლიტიკაში წასვლას და ეს სტერეოტიპი არის დასამსხვრევი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკურად აქტიურები და პოლიტიკაში მონაწილეობა საერთოდ არ არის სამარცხვინო და ბინძური“, - ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, არინა თავაქარაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებამ თანდათან უნდა შეძლოს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, რისთვისაც ასეთი შეხვედრები აუცილებელია.

“ძალიან კარგი ტრადიციაა დამკვიდრებული, რომ საზოგადოების სახეები ხშირად სტუმრობენ გორის დემოკრატიის სკოლას და რეგიონალური პრინციპის წინ წამოწევა ხდება. მარტო თბილისი კი არ არის საზოგადეობის მაღალი ფენა, დემოკრატიულ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე აქცენტირებული. რეგიონებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთ-ერთი გამორჩეული სახელია ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც, როგორც აქტივისტი მოქალაქე, წარმოდგენელია საზოგადოებაშიც და პოლიტიკაშიც. დღეს, ის სტუმრობდა გორის დემოკრატიის სკოლას და საუბარი იყო იმ პრინციპებზე რაც თვითმმართველობას სჭირდება, იმ რეალობაზე, რომელიც დღეს არის თვითმმართველობაში“, - ამბობს თავაქარაშვილი.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი სხვადასხვა ფორმატში დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთათვის პერიოდულად მართავს შეხვედრებსა და ტრენინგებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი