მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და მუშაობა დოკუმენტისთვის, თვითმმართველობაში წარსადგენად

ოქტომბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

NDI-სთან (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) ერთად, მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ 5 თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივებობს მოაწყობს. პროექტის მიზანს, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის იმ დოკუმენტის შედგენაში დაეხმარება წარმოადგენს, რომელშიც აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობები იქნება გაწერილი.

პროექტის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს მოაწყო. „ქართლოსის“ წარმომადგენლის, ლელა მაზმიშვილის ინფორმაციით, ფოკუს-ჯგუფებში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობასაც სწორედ ისინი მიიღებენ. 

"ფოკუს-ჯგუფში შემავალი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან იქნებიან, რომლებსაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებზე აქვთ გარკვეული სახის ინფორმაცია. სწორედ ისინი შეიმუშავებენ დოკუმენტს, რომელიც იქნება ერთ-ერთი ელემენტი უკვე შემუშავებული კითხვარების მიხედვით. შემდეგ უკვე მოხდება ფუოკუს-ჯგუფების მუშაობის შედეგების შეჯამება, მოეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრები ამ საკითხის განსახილველად. ასევე ამ პროექტის ფარგლებში ყურადღებას გავამახვილებთ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე, რადგან პრობლემის მოგვარებაში მათი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლელა მაზმიშვილი.

პროექტის წარმომადგენელთა შეფასებით, აღნიშნული პრობლემა გორის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში მწვავედ დგას და საჭიროა მისი გადაჭრის მიზნით მოსაზრებების გაცვლა და შედეგამდე მისასვლელი გზების ერთობლივი ძიება. ანა ჯებისაშვილი რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას პრობლემით გამოწვეულ უსიამოვნო შემთხვევასაც იხსენებს და ფიქრობს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეგიონში დროული და აუცილებელია. 

"პრობლემა მწვავედ დგას არა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ შიდა ქართლში. ქუჩებში ჯგუფურად გადაადგილდებიან მიუსაფარი ცხოველები და საფრთხეს უქმნიან ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დაკბენის ფაქტი იყო გორში, შემდეგ კი უცნობია იმ ძაღლების მდგომარეობა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს აცრას დაკბენილი ადამიანის და ძაღლის, თუმცა ეს არ აგვარებს პრობლემას, საჭიროა არსებობდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებში სამოქმედო გეგმა, რაც მიმართული იქნება პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისათვის“, - აცხადებს ანა ჯებისაშვილი.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართული პროექტი თებერვალში დასრულდება. მანამდე ორგანიზაცია „ქართლოსი“ სხვადახვა ღონისძიებების მოწყობას გეგმავს და იმედოვნებს, რომ თვითმმართველობას საკითხის გადასაჭრელად მომავალი წლისთვის უკვე ექნება გეგმა, რის მიხედვითაც შეძლებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას მიუსაფარი ცხოველებით, გამოწვეული უსიამოვნო შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი