სკრის დევნილთა დასახლებაში შეხვედრა გოგონების დღეს მიეძღვნა

ოქტომბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკრის დევნილთა დასახლებაში ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით გამართული შეხვედრა გოგონების დღეს მიეძღვნა და გოგონათა უფლებებზე, ძალადობის ფორმებსა და ქალის როლზე ისაუბრეს.

“დევნილი მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. ვისაუბრეთ მათ პრობლემებზე, მათ შეხედულებებზე ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. ასევე რა პრობლემები აქვთ პატარა ბავშვებს, რა საჭიროებები, მიუმართავთ თუ არა მათ მოსაგვარებლად სხვადასხვა ინსტანციებისთვის და ასე შემდეგ“, - გვითხრა ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელმა, მარიამ თედლიაშვილმა

შეხვედრის მონაწილეები მოზარდი გოგონები და ქალები იყვნენ.

“ძალიან ბევრი რამ გავიგე ამ შეხვედრიდან. უფროსმა თაობამ თავისი გამოცდილება გაგვიზიარა. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ეცოდინებათ თავისი უფლებების შესახებ, რომ მომავალში გამოიყენონ“, - ამბობს ნინი აბუაშვილი.

ახალ თაობას გამოცდილებას უზიარებდნენ და ტრენერი, ელენე რუსეცკი კი მათ სტერეოტიპულ მიდგომებს განმარტავდნენ და ძველი დროის მითებს ქალთა უფლებებთან მიჯნავდა.

“რა თქმა უნდა, იყო საუბარი ოჯახში ძალადობის საკითხებზე. საზოგადოებამ არ იცის ჩვენს ქვეყანაში და არც აქ არის გამონაკლისი, თუ რა მექანიზმები და გზები არსებობს ძალადობის აღმოსაფხვრელად, რისი უფლება და საშუალება აქვთ. ბავშვებმა, საუბრისას, თავად წამოაყენეს რამოდენიმე პრობლემა და მოგვარების გზებზეც იმსჯელეს.“

გოგონების დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა და მთელს მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი