რატომ ირჩევენ მშობლები ამერიკის უნივერსიტეტის სკოლას - უნიკალური შესაძლებლობა მოზარდის წარმატებისთვის (R)

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მშობლების ნაწილი, წლებია, საკუთარი შვილების განვითარებისთვის ამერიკის უნივერსიტეტის სკოლას ირჩევს. 

არ მეგულება მშობელი, რომელსაც არ უნდა, რომ საკუთარ შვილს ყველაფერი კარგი მისცეს. მგონია, რომ სკოლის არჩევის დროსაც ამაზე ფიქრობენ. შეიძლება, პირადი გამოცდილება მალაპარაკებს, რადგან კარგად მახსოვს, თითქმის სამი თვე რამდენს ვფიქრობდი, რომელი სკოლისთვის მიმენდო ჩემი შვილის განვითარებაზე ზრუნვა“, - ამბობს ასმათ ლეჟავა, რომლის შვილები ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში სწავლობენ.

amerikis universitetis skola18-წლიანი ისტორიის მქონე სკოლამ სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. ის ახლა ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი კვლავაც N1 სკოლა-გიმნაზიად მოიხსენიებს. წლების განმავლობაში, ადმინისტრაცია ცდილობდა გაემრავალფეროვნებინა სასწავლო პროცესი და ის საკუთარ მოსწავლეთა ინტერესებისთვის მაქსიმალურად მოერგო. ამჯამად, სკოლას მთავარი აქცენტი სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაზე აქვს გადატანილი.

„ამით სწავლობს ჩემი შვილი, რომ კომპიუტერი მხოლოდ გართობის საშუალება არ არის და რომ მისი დახმარებით შეუძლია ცოდნა დააგროვოს, წინ წავიდეს და განვითარდეს. ძალიან საინტერესო ინიციტივა იყო ლელა კაკაშვილის მიერ წამოწყებული„სკაიპ გაკვეთილები“, რა დროსაც ჩვენი შვილები სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს იცნობენ და მათ არამარტო ცოდნას, არამედ მოსაზრებებსა და იდეებსაც უზიარებენ“, - გვითხრა კიდევ ერთმა მშობელმა მაია ქებაძემ.

მშობლები იმ კლასგარეშე ღონისძიებებზეც საუბრობენ, რომლებიც მათი თქმით, სხვა სკოლებისთვისაც სამაგალითო უნდა გახდეს. მაგალითად, როგორც ლელა ლაცაბიძე გვეუბნება, ერთობლივი შეხვედრების, ექსკურსიების დახმარებით, სკოლა ერთ დიდ ოჯახად არის ქცეული, რომლის წევრები მუდამ ზრუნავენ ერთმანეთზე.

„ამ სკოლაში გრძნობ, რომ ყველა თანასწორია - მშობელიც, დირექტორიც, მოსწავლეც და მასწავლებელიც. თითქოს ყველა მუდამ მზად არის, რომ მოგისმინოს და შენი აზრი გაიგოს. და ყველაზე სინტერესო ის არის, რომ ამ თანასწორობის პირობებში, სკოლა ახერხებს შეინარჩუნოს წესრიგი. აქ ყველამ კარგად იცის საკუთარი მოვალეობები და ყველა ცდილობს, საკუთარი საქციელით სხვები არ დააზარლოს. ერთობლივი სასკოლო ღონისძიებებისა და ერთობლივი ექსკურსიების წყალობით, ყველა კლასის მოსწავლეები კარგად იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობენ“.

tetruashvilebi 1 foto

წმინდაწყალზე მდებარე სკოლაში ბევრი მოსწავლე არ სწავლობს, რაც წლების განმავლობაში, ამ დაწესებულების ერთ-ერთ ღირსებად იქცა.

„სკოლის უპირატესობა მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირეა. რაც ქმნის მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელ სასწავლო გარემოს, ყურადღების მიღმა არ რჩება არცერთი მოსწავლე. ჩვენთან მეგობრული და ოჯახური გარემოა. ყველა კლასი გვაქვს. შესაბამისად, ყოველწლიურად, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მოდიოდან ჩვენთან. მუდმივად ვგრძნობთ ნდობას ადამიანების მხრიდან. ეს ნდობა ჩვენთვის იმედიც არის და პასუხისმგებლობაც, რომ განვვითარდეთ და უკეთესები გავხდეთ“, - გვეუბნება მაია თეთრუაშვილი. ის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მაია გვიხსნის, რომ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებით მათ სკოლაში უცხო ენები გაძლიერებულად ისწავლება. აქ ინგლისური და რუსული ენები ყოველდღიურად ისწავლება და სახელმძღვანელოებიც სპეციალურად ირჩევა.

„ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება ტესტირება ყველა საგანში, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეები და გავაძლიეროთ იმ საგნის სწავლება,რომელშიც შედარებით ცუდი მაჩვენებელია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოსწავლეებს განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ. ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება არა მარტო დილით, არამედ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილების შემდეგაც, თუმცა არ იფიქროთ, რომ ბოლო გაკვეთილის შემდეგ ჩვენ მათთან ურთიერთობას ვწყვეტთ. არა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად მზად არიან მათ კითხვებს უპასხუხონ, რჩევები მისცენ და დაეხმარონ. მეგობრული ურთიერთობები სხვანაირად ვერ ჩამოყალიბდება. მოსწავლეებთან მეგობრობა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - გვითხრა მაიამ.

tetru skola statia reklama

სკოლაში ძირითადად ახალგაზრდა მასწავლელები მუშაობენ. როგორც ამბობენ, თანამშრომლებს არამარტო პროფესიონალიზმის, არამედ ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების მიხედვით არჩევენ.

„სკოლასა და სასკოლო ცხოვრებას უდიდესი როლი აქვს პიროვნების ჩამოყალიბებაში, რასაც ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ სასწავლო პროცესმა, არამედ ურთიერთობამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ასევე, საერთო სასკოლო ცხოვრებამ, სხვადასხვა ერთობლივმა ღონისძიებებმა, შემეცნებითმა ექსკურსიებმა, რასაც ჩვენი სკოლა, შრომისმოყვარე და მეგობრული თანამშრომლების დახმარებით, დიდებულად ართმევს თავს“, - გვითხრა მაიამ.

სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული წარმატებების მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ წინ კიდევ არაერთი გამოწვევა, რომელიც უნდა გადალახონ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა აღვზარდოთ კეთილი, განათლებული, კრეატიული, კომუნიკაბელური, თავისუფლად მოაზროვნე შრომისმოყვარე და ხალისიანი თაობა, რომელსაც არ გაუჭირდება ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება. გორი, ტრადიციულად, მაღალი განათლებისა და კულტურის ქალაქია. ჩვენს ქალაქში რომ რეიტინგული იყოს სკოლა, მას ბევრი შრომა და ძალისხმევა ჭირდება. ჩვენ ვეცდებით, ვიყოთ პირველები, ვინც ქალაქს მრავალ ინოვაციას და სწავლების ინგლისურენოვან სექტორსაც შესთავაზებს“.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი