ის, რაც არჩევნების დღეს უნდა ვიცოდეთ

ოქტომბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებია, საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს. ინაუგურაციის მომენტიდან ამოქმედდება კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვით პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 5 წელიწადში ერთხელ 300 ხმოსანი აირჩევს.


მოქალაქეების, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება 3 703 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ. საზღვარგარეთ 55 უბანი იფუნქციონირებს.  გამონაკლისი შემთხვევებისთვის კი 11  საარჩევნო უბანი გაიხსნება. 

გორის საარჩევნო ოლქში სულ 106 საარჩევნო უბანია, მათ შორის 6 - დევნილთა ჩასახლებებში

28 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად უნდა იყოს ამომრჩეველთა მისაღებად. 

თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.

ცესკოს რეკომენდაციები ამომრჩევევლისთვის:

  • კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
  • კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა.
  • თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. 
  • მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ მიდით სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
  • გაიარეთ მარკირება.

მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
 

  •    ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა
  •    მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი
  •    კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში)
  •    თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა

თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი