რას მისცეს ხმა გორელმა პოლიტიკოსებმა?

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ოლქში 105-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი პოლიტიკოსების ნაწილმაც მოიხადა. 

 რას მისცეს ხმა გორელმა პოლიტიკოსებმა?

 

 

იოსებ მაკრახიძე - გორის მაჟორიტარი დეპუტატი

ras misca xma makrom

 

თითქმის პირველი ამომრჩეველი ვიყავი. დღეის შემდეგ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი და უნდა დავიწყოთ ქვეყნის შენება. ნამდვილად არ ვნანობ იმ 50 000 ლარის გადარიცხვას, რომ არ ღირებულიყო, ხომ არ გადავრიცხავდი. ნამდვილად გამართლდება ის იმედები, რასაც ჩვენ რჩეულ კანდიდატზე ვამყარებდით.

 

 

 

 

 გიორგი ხოჯევანიშვილი  სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი შიდა ქართლში

ras misca xma xojemmmm

 

 

ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს, ჩვენი და ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობას. ჩვენი პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

 

 

 

 

 ონსტანტინე თავზარაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერი

ras misca xma kotem

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოაგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას და ხვალ გვეყოლება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით.

 

 

 

 დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ras misca xma daTom

 

მე ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავლს და წინსვლას. განწყობა მაქვს, რომ  ჩვენი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კადიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

 

 

 

 

 დავით მახნიაშვილი - "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გორში

ras misca xma maxniam

 

ხმა მივეცი, რათქმაუნდა, ქვეყნის წინსვლას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მოხდა ტოტალური გაყალბება და ხალხის მოსყიდვა თითოეულ უბანზე.

 

 

 

 

 

სოსო ვახტანგაშვილი - "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი გორში

ras misca xma soso vaxta ngam

 

მხარი დავუჭირე საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროპული ფასეულობები უნდა დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ, და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კოალიცია დაიშალა და საპარლამენტო შედეგები დადგა, მაშინაც ვამბობდი, რომ უნდა დამთავრდეს ორ-პარტიანობა. ორი პარტიის ასეთი მოქმედებები საქართველოს მიიყვანს აუცილებლად რევოლუციურ სიტუაციამდე.

 

 

 

 

 ბადრი ბასიშვილი -  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გორში

ras mosca xma badri basimmmm

 

მე მივეცი ხმა ქვეყნის განვითარებას და იმ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მჯერა, რომ ჩვენი არჩევანით ქვეყანაში ეკონომიურ მდგომარეობას გამოსწორებულს ვიხილავთ.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი