კრიმინალი გორში და მწყობრიდან გამოსული სამეთვალყურეო კამერები

ნოემბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ქალაქში ვიდეო-კონტროლის საჭიროებაზე საუბრობს.

 

„გორში ბინა გაქურდეს“, „გორში „ბეკოს“ მაღაზია გაქურდეს“, „ახალბაღში მამაკაცი დაჭრეს“, - ეს ბოლო პერიოდში გორში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობებია.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი დანაშაულების გამოძიება ბევრად მარტივი იქნება, თუ ქალაქში სამეთვალყურეო კამერები 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ერთ-ერთი, ვინც ასე ფიქრობს შამილი ნაგელიშვილია. მისი თქით, ქალაქში კამერების უმრავლესობა გამორთულია.

“ვიცი, რომ დამონტაჟებული კამერების უმეტესობა არ მუშაობს, ამიტომ დანაშაულიც ვერ იხსნება. მეტი კამერები უნდა დააყენონ, ჩემი აზრით და უნდა მოინდომონ, რომ თუ ვერ დააყენებენ ახლებს, ძველები მაინც შეაკეთონ და ჩართონ“, - გვითხრა ნაგელიშვილმა.

კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით კამერების მუშაობის ეფექტურობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც საუბრობენ. სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე იურისტი, რეზო რევაზიშვილი ფიქრობს, რომ ქალაქში ვიდეო-კამერების არსებობა, ერთის მხრივ, დანაშაულის გახსნას შეუწყობდა ხელს და მეორეს მხრივ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფდა.

ქალაქში ვიდეო-კამერები მართლაც დიდი ხანია არ მუშაობს, ამან ძალიან ბევრჯერ შეგვიშალა ხელი. რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა არსებობდეს ქალაქში კამერები. მთავარია, არ მოხდეს მისი არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება“, -ამბობს იურისტი.

კამერების დამონტაჟების საჭიროებას გორის მერიაშიც ხედავენ. უწყებამ სამეთვალყურეო კამერების შესაძენად ტენდერი მიმდინარე წელს გამოაცხადა.

“ჩვენ შევიძინეთ ჭკვიანი კამერები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო დამოტაჟება. დაახლოებით 25 კამერა შევიძინეთ, როგორც კი დასრულდება მონტაჟი, ყველა ამოქმედდება. ქალაქისთვისაც შევიძინეთ და რაიონებისთვისაც. რამდენიმე უბანზე უკვე დაწყებულია მათი მონტაჟი“, - გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სამეთვალყურეო კამერები გორში რამდენიმე ადგილას წლების წინ დაამონტაჟეს, თუმცა მათი უმრავლესობა მწყობრში აღარ არის.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი