7 დღის დაგვიანებით აღნიშნული "იაკობობა" - ხარჯები და ღონისძიების შინაარსი

ნოემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„იაკობობის“ აღნიშვნისთვის 1 700 ლარი დაიხარჯა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტომ დააფინანსა.


"იაკობობა“ იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში, ვარიანში აღნიშნეს. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო სკოლებმა საშემოდგომო კუთხეები მოაწყეს, რომლის პარალელურად ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

"ადგილობრივ მოსახლეობას ამ ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ ეს დღე 27 ოქტომბერს აღნიშნეს. როგორც ხდება ხოლმე, საკუთარ სახლებში. დღეობასავით არის ეს თარიღი მათთვის“, - გვითხრა პაატა კოკაურმა, მერის წარმომადგენელმა ვარიანში.

იაკობ გოგაბშვილის 178 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვარიანში 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის გამო, აღნიშვნა 4 ნომებრისთვის გადაიტანეს.

ღონისძიების ორგანიზებაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საგანმანათლებლო რესურსცენტრიც იყო ჩართული. როგორც კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელმა გვითხრა, სტუმრები საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც მიიღეს.

“ინფრასტრუქტურა დაგვეხმარა ტრანსპორტით, მონაწილეების ორგანიზებაში კი რესურსცენტრი დაგვეხმარა. ამ ღონისძიების გადადება მოგვიწია, თუმცა სულ გაუქმება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად, რადგან ეს არის ყოველწრიული, გეგმიური ღონისძიება. ამ დღეს მოხდა წარჩინებული პედაგოგების დაჯილდოებაც, სტუმრები იყვნენ თბილისიდანაც, ბათუმიდანაც ჩამოსულები“,- ამბობს გიორგი ქვათაძე.

სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. პირველად ეს თარიღი 1940 წელს, გოგებაშვილის 100 წლის იუბილეზე აღნიშნეს. მას შემდეგ ამ თარიღის აღნიშვნას ყოველწლიური სახე მიეცა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი