კრიმინალი გორში - სტატისტიკის თანმდევი განწყობები

ნოემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო ორი თვის განმავლობაში, რადიო "მოზაიკამ" ინფორმაცია გორში მომხდარი ქურდობის 8 შემთხვევის შესახებ გაავრცელა. აღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შსს-მ ორჯერ არასრულწლოვნები ამხილა. 

გახშირდა თუ არა კრიმინალური შემთხვევები გორში? - ამ კითხვით "მოზაიკამ" მოქალაქეებს მიმართა. 

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ გორში ქურდობის შემთხვევები გახშირდა. მიზეზებზე საუბრისას, მათი ნაწილი - ეკონომიკურ პრობლემებს, ნაწილი კი  სამართალდამცველების არაპროფესიონალიზმს ასახელებს. 

“შესამჩნევად იმატა უკვე ქურდობის შემთხვევებმა. ხალხმა აღარ იცის, ამდენ გაჭირვებას როგორ გაუმკლავდეს, ამას გარდა, პოლიციაც არ მუშაობს სათანადოდ. თითქმის ყოვედღე ვიგებთ ასეთ ამბებს და უკვე გვეშინია“.

“ადრე სახლს არ ვკეტავდი, ისე გამოვდიოდი ქუჩაში. ახლა სულ იმის შიში მაქვს, რომ გამქურდავენ. ამ მხრივ მართლაც შეცვლილია სიტუაცია უარესობისკენ.“

“ჩემი აზრით სამართალდამცავი სტრუქტურები არასათანოდ მუშაობენ, ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომია გავრცელებული საზოგადოებაში და ამიტომაც გახშირდა ასეთი ფაქტები".

კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია საიას იურისტის, რეზო რევაზიშვილის შეფასებითაც. როგორც იურისტი ამბობს, კრიმინალური შემთხვევების გახშირების მიზეზი სამართალდამცავების დაბალი კომპეტენციაა.

“ამაზე გავლენას ახდენს ისიც, რომ არ არის ასეთი საქმეების გახსნის მაღალი მაჩვენებელი. კრიმინალისტიკურ სამსახურს სჭირდება გადამზადება. იმიტომ, რომ მათი სამსახურის მიერ, ანუ ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, გახნილი დანაშაულების სტატისტიკური მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი და ამას საფუძვლად უდევს ის, რომ კრიმინალისტიკური სამსახური ვერ ახერხებს, შემთხვევის ადგილიდან ამოიღოს ის უმნიშვნელოვანესი სამხილები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დანაშაულის გახსნას“, -ამბობს იურისტი.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბერის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის სულ 17 817 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 4 715 შემთხვევაა გახნილი.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი