დაასაქმებენ თუ არა ირმა პაპიძეს? - მორიგების შესაძლებლობა სასამართლო დავის ფონზე

ნოემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დასაქმების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებული ირმა პაპიძე მზად არის, განაცდურის ანაზღაურებაზე უარი თქვას და გორის მერის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტოს.

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა მორიგების თაობაზე განცხადება უკვე დაწერა. 

მივდივარ იმაზე, რომ ბიუტიდან გადასახდელი თანხით, ზარალი არ მივაყენო მუნიციპალიტეტს. ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ვარ მართალი, თუკი დამაკმაყოფილებენ სამსახურით, კონპენსაციაზე ვიტყვი უარს“, - გვთხრა პაპიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა გორის მერს და მის იურისტს. მათთან კომუნიკაციის შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, დავის გაგრძელების ნაცვლად, მორიგება ეთხოვა.

“მე სასამართლოს მორიგებასთან დაკავშირებით მივმართე, რომ თანახმა ვარ მორიგებაზე, კონპენსაციაზე ვიტყვი უარს, თუკი სამსახუროებრივად დამაკმაყოფილებენ და ველოდები პასუხს. თვითონ კოტე თავზარაშვილისგანაც იყო ეს შემოთავაზება, მერე იურიდიული სამსახურის უფროსი ვინცაა, იმასაც ვესაუბრე, თვის ბოლოს მეცოდინება რა პოზიციაზე დგანან მერიაში“, -ამბობს ირმა პაპიძე.

მსგავს შეთავაზებას ირმა პაპიძისთვის უარყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო „მოზაიკას“ უთხრა, რომ ასეთი შეთანხმება მასსა და ირმა პაპიძეს შორის არ შემდგარა.

“არაფერი პირობა არ შემითავაზებია, ვინ თქვა, რომ რაიმე შევთავაზე? ჩემთან მსგავსი სახის შეთანხმება არ ყოფილა და არ ვიცი არაფერი. არ ვარ საქმის კურსში, ვის შეუთანხმდა. მაგისი ბიჭი, რომ ჩვენ გვერდზეა ეგ ვიცი, იმიტომ რომ საკრებულოს სიებში მე-16 ნომრად არის, მაგრამ ირმასთან მე არავითარი მორიგება არ მქონია“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

ირმა პაპიძე და მერიის კიდევ 10 - მდე თანამშრომელი, გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე გაათავისუფლეს, რის გამოც მან მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პაპიძე ამბობდა, რომ თავზარაშვილმა პირადი ინტერესების მიხედვით, ყოველგვარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გარეშ ეგაათავისუფლამაშინ დაწყებული სასამართლო დავა დღემდე გრძელდება, თუმცა როგორც ირმა პაპიძე ამბობს, დავას მორიგებისთანავე შეწყვეტს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი