დევნილები არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში

ნოემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არჩევნების მეორე ტურის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დევნილთა დასახლებებში წინასაარჩევნოდ არაერთგვაროვანი განწყობაა.

ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ციალა თინიკაშვილი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს ელოდება. ამბობს, რომ მოქალაქეობრივი ვალის მოხდას მეორე ტურშიც აპირებს.

“დიდი მოლოდინები გვაქვს. ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ და მგონია, მე პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მგონია, რომ მაინც კარგად იქნება ყველაფერი“, - ამბობს თინიკაშვილი. 

ცვლილების მოთხოვნილებაა დევნილთა ნაწილში. მაგალითად, ნაზი ბერუაშვილი ამბობს, საზოგადოება დაღლილია არსებული რეალობით და ვითარების შეცვლის საჭიროებას გრძნობს.

“დაიღალა ხალხი, მგონია რომ გამოსწორდება სიტუაცია და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ხალხი ჭკვიანია და იმედი მაქვს სწორ არჩევანს გავაკეთებთ“, -გვითხრა ნაზიმ.

დევნილ მოქალაქეებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც წინასაარჩევნო გარემო აშინებთ. მაგალითად გენადი კახნიაშილი და მაია ცოტნიაშვილი ფიქრობენ, რომ მეორე ტურის წინ ვითარება ძალიან დაძაბულია.

“ცოტა შეშინებული ვარ, მგონია რომ ძალიან რთულად არის საქმე, ახლა მთავრია შიდა დაპირისპირებ არ მოხდეს, სამოქალაქო ომის კონტურები არ გამოჩნდეს. ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალა დაუპისპირდა ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ საზოგადოებას მეტი სიფრთხილე მართებს“, -გვითხრა დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილმა გენადი კახნიაშვილმა.

“პირადად ჩემი შეხედულებით, პირველ ტურისგან გასხვავებით ვითარება ბევრად დაძაბულია, მაგრამ მოლოდინი, მაინც სასიკეთო მაქვს. დევნილებს დიდი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი და არ გვინდა უკან დავრუნდეთ ,“  - ამბობს მაია.

დევნილი მოსახლეობის მოსყიდვასა და დაშინების მცდელობებზე საუბრობს პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი გია ქრისტესიაშვილი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე ტურში დევნილების მხარდაჭერის მოპოვებას მუქარით ცდილობენ.

“დადიან დევნილთა დასახლებებში და ხალხს აშანტაჟებენ, ცდილობენ ნაწილო მოისყიდონ, ნაწილი დააშინონ. ეუბნებიან სოციალურს მოგიხსნი, გაზს ჩაგიჭრიღ, გზას აღარ დაგიგებთო და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია რომ მათ განწყობას მაინც ვერ შეცვლიან“, -ამბობს ქრისტესიაშვილი.

ინფორმაციისთვის, 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 6 დევნილთა დასახლებიდან 4 დასახლებაში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმათა უმრავლესობით აჯობა.

ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი