როგორი იქნება გორის საცურაო აუზის შენობა? - მფლობელის გეგმები

ნოემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საცურაო აუზის მფლობელი აპირებს, შენობას ახალი ფუნქციები დაუმატოს. საკუთარ გეგმებზე დავით ჯალაბაძე რადიო "მოზაიკას" ესაუბრა. 

სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც დავით ჯალაბაძე ამბობს, ექსპერტიზის დასkვნის გამო, გადაწყვიტა კედლები დაენგრია და თავიდან აეშენებინა. გვითხრა, რომ სწორედ ეს დამატებითი სამუშაოებია აუზის გახსნის გაჭიანურების მიზეზი. 

ამავე თემაზე: გორის საცურაო აუზი დათქმულ ვადაში არ იხსნება - ობიექტს ახალი დირექტორი ჰყავს

"ჩემი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავროთ სამუშაოები. შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და რომ არ დაგვენგრია, ალბათ ერთ მიწისძვრასაც ვერ გაუძლებდა. ამიტომ ფაქტობრივად თავიდან ვაშენებთ."

sacurao auzi davit jalabadze

მისივე თქმით, მშენებლობაზე 300-მდე ადგილობრივია დასაქმებული. 

"300-მდე ადამიანია დასაქმებული. ამ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგად, არაერთი სამუშაო ადგილი გაჩნდება ქალაქში. ჩვენ ახალი ფუნქციების დამატებას ვაპირებთ ამ შენობისთვის და შესაბამისად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დასაქმებაც შეგვეძლება", - გვითხრა ჯალაბაძემ.

sacura uazi shida jalabadzeee

 

რა დატვირთვა ექნება გორის საცურაო აუზის შენობას? 

დავით ჯალაბაძის თქმით, ეს იქნება მულქტიფუნციური დაწესებულება, სადაც სამ საცურაო აუზთან ერთად, სპა, სილამაზის და გამაჟანსაღებელი ცენტრებიც განთავსდება.

"გვექნება სამი საცურაო აუზი, მცირეწლოვანი და ზრდასრული ადამიანებისთვის. ჩვენ ვაპირებთ შენობაში გვქოდეს საუნა, სილამაზის სალონი, მასაჟის კაბინეტი და გამაჟანსაღებელი ცენტრიც. ვფიქრობთ ეს ყველაფერი სჭირდება ამ ქალაქს."

მისი თქმით, სხვადასხვა მომსახურების მიღება ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

"მე მინდა, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს აქ მოსვლა. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის რაღაც შეღავათებიც გვქონდეს". 

დავით ჯალაბაძე შენობას ერთ სართულსაც ამატებს, სადაც სასტუმრო განთავსდება. 

"ვაპირებთ შენობას დავამატოთ ერთი სართული, სადაც სასტუმროს ნომრები გვექნება. ვფიქრობთ, რომ ამ სასტუმროთი ძირითადად გორში ჩამოსული სპორტსმენები ისარგებლებენ, თუმცა რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებს შეეძლებათ აქ გაჩერება".

მფლობელის თქმით, ჯერჯერობით არ იცის რა თანხა დაუჯდება კომპლექსის აშენება-მოწყობა, რადგან როგორც ამბობს, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი აქვს. 

sacurao auzi jalavadzeeeee

ინფორმაციისთვის, გორის საცურაო აუზი შპს "ჰელსის" კუთვნილებაა.

მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი დავით ჯალაბაძეა. 

 

 

 

 

 

 

ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი