გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა

ნოემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სტუდენტებმა, ლექტორებთან და მინისტრთან ერთად, კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გორის უნივერსტიტეტში 130-მდე სტუდენტი შეხვდა.

ახალგაზრდებმა სახელმწიფო მინისტრს ოკუპაციასთან ბრძოლის საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. ერთი-ერთი სტუდენტის, ნათია ტატიაშვილის თქმით, ოკუპაციის თემაზე მსგავსი დისკუსიები კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია.

“სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იყო დაფინანსების პროგრამები, რომელიც გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში ხორციელდება. ასევე ძალიან საინტერესო იყო, შერიგების შესახებ დისკუსია, თუ როგორ უნდა შევძლოთ მშვიდობიანად, ოს და ქართველ მოსახლეობას შორის ურთიერთობის მოგვარება. ჩემი აზრით, სიძულვილით დანგრეული, სიყვარულით უნდა აღვადგინოთ. მჯერავ, რომ სიყვარული გაგვაერთიანებს“, - ამბობს ნათია ტატიაშვილი.

დისკუსიის მიმდინარეობისას ლექტორმა, არინა თავაქარაშვილმა სახალხო დიპლომატიის გაძლიერებაზე, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ ალტერნატიულ გზაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გარდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობისა, ადამიანური ურთიერთობების ხელშეწყობაც მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო სახელმწიფო სტრუქტურები კი არ ცდილობდნენ იმ მხარესთან ურთიერთობას იმ მხარესთან, რომელიც ჩვენთვის ოკუპირებულია, არამედ ხელი უნდა შეეწყოს სახალხო დიპლომატიას, რადგან გავა დრო და ჩვენ ისევ გავერთიანედებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასეთი მძიმე მაგალითები ახსოვს, მაგრამ ჩვენამდე მაინც ერთიანი საქართველო მოვიდა, ჩვენს ხელში მოხდა ერთი ნაწილის ოკუპაცია, მაგრამ ორივე მხარეს არის საზოგადოება, რომელიც უნდა იყოს მზად, რომ გაერთიანდნენ“, - გვითხრა არინა თავაქარაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაა.   შეხვედრის მიმდინარეობისას, მინისტრმა სტუდენტებთან იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლით სარგებლობაც მათ 2018-2019 წლებში შეუძლიათ.

“ძალიან ინტერაქტიური დისკუსია იყო, ახალგაზრდების იდეებიც მოვისმინეთ და მათ შევთავაზე, რომ საკუთარი იდეები წარმოადგინონ, თუ რა შეიძლება კიდევ მეტი გაკეთდეს ამ რეგიონისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მოსახლეობა, ხელი შეეწყოს ახალგაზრდობას და უფრო ხმამაღლა ვუთხრათ არა ოკუპაციას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით გამყოფ ხაზთან მცხოვრები 1 200 სტუდენტი სახელმწიფომ დააფინანსა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოსგან დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი