მზადება მეორე ტურისთვის გორში მაჟორიტარი დეპუტატის ხელმძღვანელობით

ნოემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ შტაბში მუშაობას შეუდგა.

მეორე ტურისთვის ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში სწორედ მას დაავალეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სპორტსა და ზოგადად საზოგადოებაში მას ბევრი სანაცნობო წრე და კონტაქტები აქვს, ამიტომ ხელმძღვანელობის იმედების გამართლებას სწორედ ამ რესურსიდან ელოდება.

"პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება. მერი ალბათ თავის საქმეს უფრო მეტ დროს დაუთმობს. შტაბი დროებით მე ჩამაბარეს. თავზარაშვილი არ ვიცი, როგორ ასრულებდა. ალბათ რაც ევალებოდა შტაბს, იმას ასრულებდა. ჩემში ალბათ უფრო მეტი ადამიანური რესურსი დაინახეს, ყოფილი სპორტსმენი ვარ, ფართო სანაცნობო წრე მაქვს. მოსახლეობასთან ურთიერთობები, შეხვედრები მაქვს, დავდივარ მიცნობენ და შეიძლება, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გამომიცხადონ", - აცხადებს თენგიზ ხუბულური.

„ქართული ოცნების“ რეგიონული პარტიის თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი საარჩევნო კამპანიას პირველ ტურამდე ხელმძღვანელობდა, თუმცა არასასურველი შედეგის გამო, ეს ფუნქცია გორში მის ნაცვლად ახლა უკვე პარლამენტარს ჩააბარეს. გორის მერი ამბობს, რომ საარჩევნო შტაბი პირველ ტურამდე არ არსებობდა და შესაბამისად, ხუბულურით მისი ჩანაცვლებაც მისი აზრით არასწორი ნათქვამია. 

"თენგიზ ხუბულური ჩემს მაგივრად კი არ დანიშნულა, თბილისში როგორც დაინიშნა, სალომე ზურაბიშვიის შტაბის უფროსად, ისე მოხდა გორშიც. მე შტაბის უფროსი პირველ ტურამდე არ ყოფილვარ, თორემ აგიტატორები, ზონის უფროსები მეყოლებოდა "ქართული ოცნებიდან", ფიზიკურად, გორში სალომე ზურაბიშვილის შტაბი არ ყოფილა აქამდე", - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, მეორე ტურისთვის გორში მხარდამჭერთა კლუბი ჩამოყალიბდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელის პოზიციას, რაზმაძის აზრით, ხუბულური იმ შედეგის გამო შეარჩიეს, რაც მან 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებისას აჩვენა, სწორედ თენგიზ ხუბულური ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ შტაბს მანამდე, ვიდრე თავზარაშვილს მერად აირჩევდნენ.

"გამარჯვებული შტაბის ხელმძღვანელი იყო წინა არჩევნების დროს  (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წ. ) და ამიტომ გააკეთეს მასზე არჩევანი. პირველ ტურამდე კოტეს არ ჰქონდა ეს სტატუსი, უბრალოდ როგორც პარტიის თავმჯდომარე მაგ ფორმით იყო ჩართული კამპანიაში. დამოუკიდებელი კანდიდატის ზურაბიშვილი და რაღაცა ფორმით ვუჭერდით მხარს, მაგრამ ახლა უკვე უფრო სერიოზულად ჩავერთეთ ამ პროცესში", - უთხრა რადიო მოზაიკას "დავით რაზმაძემ.

არჩევნების მეორე ტურის ზუსტი ტარიღი ჯერჯერობით არ დასახლებულა. ცნონილია მხოლოდ ის, რომ ეს ვადა 2 დეკემბერს არ უნდა გასცდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ სოფელი სკრაში სადაც დეპუტატი თენგიზ ხუბულური ცხოვრობს, სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი