გორის სპორტული კომპლექსის გახსნა მეორე წელია იგვიანებს

ნოემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სპორტული კომპლექსის გახსნის თარიღმა უკვე მესამედ გადაიწია. შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წლის აგვისტოში უნდა შესულიყო, შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლომდეც ვერ დასრულდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ სპორტკომპლექსის მოწყობისას ხარვეზები გამოვლინდა. კერძოდ, მშენებელმა კომპანიამ დარბაზში შესაბამისი მასალის იატაკი ვერ დააგო და მისი შეცვლა გახდა აუცილებელი. 

"როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების. ვერ გეტყვით რა სახის იატაკი უნდა დარგო, რა დააგდო და ა.შ., თუმცა ფაქტია, რომ ობიექტის გახსნა ამ კომპანიის მიზეზით გაჭიანურდა", - განმარტეს სამინისტროში.

სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასასრულებლად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა. ობიექტის ჩაბარება სპორტის სამინისტროსთვის ჯერ გასული წლის აგვისტოში იყო დაგეგმილი. შემდეგ კი ეს დრო იმავე წლის 20 ნოემბრამდე გაგრძელდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ხარვეზები ისევ არსებობს და მის გამოსასწორებლად კომპანიას ვადა ისევ გაუგრძელეს.

სამუშაოების შეფერხება განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც რეგიონის გუბერნატორის პოსტი კახა სამხარაძემ დატოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ შიდა დაპირისპირებას, სამხარაძეს კი იმ კომპანიის წარმომადგენლობასთან კავშირში ამხელდნენ, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა. ყოფილი გუბერნატორი არ უარყოფს, რომ კანადური კომპანიის წარმომადგენლებთან ნაცნობობას, თუმცა ამბობს, სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება მათთან არ ჰქონია

"გიდასტურებთ, რომ ამ სპორტკომპლექსის მშენებლობა ჩემი გუბერნატორობის პერიოდში დაიწყო. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ სამუშაოები ისევ მიმდინარეობდა, როცა აღნიშნული თანამდებობა დავტოვე. შეიძლება ვინმეს ვიცნობ ამ კომპანიაში, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა კავშირებით რაიმეს შეთანხმებას. ტენდერი გამოცხადდა და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა", - აცხადებს კახა სამხარაძე.

სპორტკომპლექსის გახსნის გაჭიანურებასთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა ამჟამინდელ გუბერნატორს. გიორგი ხოჯევანიშვილმა უწყებისგან პირობა მიიღო, რომ ობიექტი გორში მალე გაიხსნებოდა. 

"დავინიშნე თუ არა გუბერნატორის თანამდებობაზე, მაშინვე მოვიკითხე ამ ობიექტის საკითხი,შევხვდი სამინისტროს წარმომადგენლებს. მითხრეს, რომ რაღაც სამუშაოები იყო დასრულებული და ობიექტი უახლოეს მომავალში გაიხსნება", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ორდარბაზიანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის არის განკუთვნილი, 2 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის ინფორმაციით, რეგიონებში თითოეული სპორტული კომპლექსის მშენებლობა 10 მლნ დოლარი დაჯდა. ეს თანხა კი მთავრობამ 2021 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაფაროს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი