შემოქმედი პატარები და წინასაახალწლო სამზადისი

ნოემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შემოქმედი მოზარდების გარკვეული ნაწილი სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ზოგიერთი მათგანი კი, საკუთარი ნამუშევრების წარმოსადგენად ფართომასშტაბიან გამოფენაში მონაწილეობაზე ოცნებობს.

12 წლის მარიამ მარგიევი ხელნაკეთი ნივთებით ბავშვობიდან დაინტერესდა. რამდენიმე წელია, მარიამისთვის საყვარელი ხელსაქმე ქარგვა, კერვა და სამკაულების მომზადებაა. ის ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში და ცდილობს, საკუთარი ნამუშევრები ადამიანთა ახალ-ახალ ჯგუფებს უჩვენეს. მარიამს უნდა რომ, მომავალში ცოდნა და გამოცდილება სხვა ახალგაზრდესაც გაუზიაროს.

"მინდა რომ მომავალში მასწავლებელი გამოვიდე და ეს საქმე ბავშვებს შევასწავლო. ძალიან საინტერესოა მუშაობის პროცესი, აუცილებელია ყურადღება, დაკვირვება და რაც მთავარია, გულით მუშაობა, სხვანაირად კარგი ნამუშევარი ვერ გამოვა. გორის დღეები რომ იყო იქ გავიტანეთ ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე და ძალიან გახარებული ვიყავი. მინდა, რომ სხვა გამოფენებშიც მივიღო მონაწილეობა", - ამბობს მარიამი.

მარიმთან ერთად ხელსაქმეს სკოლის შემდეგ 14 წლის ლიკა კეკოშვილი და 15 წლის ლიკა შატაკიშვილიც ეუფლებიან. პირველად საქართველოს დროშა მოქარგეს. შემდეგ კი, მასწავლებლის მითითებების შესაბამისად, სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს. მუშაობენ თექაზეც და სხვადასხვა მასალისგან სამკალულებსაც ამზადებენ. 

"ვფიქრობ, უკვე ყველანაირი ხელნაკეთი ნივთის შექმნა შემიძლია, საყურეები, სამაჯურები თოჯინები მაქვს გაკეთებული. ახლა საახალწლოდ ნაძვისხის სათამაშოების გაკეთებასაც ვაპირებ. ვმუშაობ მაშინ, როდესაც გამოვნახავ თავისუფალ დროს, მაგრამ თუ რამე ისეთი თარიღია, ან გამოფენა ან რამე ღონისძიება, მაშინ რა თქმა უნდა, ვჩქარობ რომ მოვასწრო, მაგრამ ყურადღება ამ დროს აუცილებელი და მნიშვნელოვანია", - ამბობს ლიკა შატაკიშვილი.

''პირველად ჩემი ნამუშევრები მეგობრებს ვაჩუქე, შემდეგ უკვე უფრო დავხვეწე და გამოფენაზეც გავიტანე, ძალიან მიხარია ის დღეები, როდესაც ხელმარჯვეობის გაკვეთილები გვაქვს. ამ დროს ჩვენი იდეების ხორცშესხმასაც ვცდილობთ და მასწავლებლის დავალებებსაც ვასრულებთ. საერთო ჯამში, ყველას ერთად ძალიან განსხვავებული და საინტერესო ნამუშევრები გვიგროვდება", - განმარტავს ლიკა კეკოშვილი.

xelsaqme patarebi da biliki

 

საზოგადოება "ბილიკის" თანამშრომელი ლელა მერებაშვილი მოზარდების ჯგუფს კვირაში ორჯერ ხვდება. ჯგუფის წევრები ძირითადად სოციალურად დაუცველი მოსწავლეები არიან. ისინი სპეციალურ გაკვეთილზე 2-3 საათის განმავლობაში რჩებიან და ხელმარჯვეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას ცდილობენ. ლელა მერებაშვილის ინფორმაციით, მოზარდები ახლა უკვე საახალწლო სამზადისში არიან და ნაძვისხისთვის შესაფერიოს სათამაშოებს ამზადებენ. 

"ჩვენთან ჯგუფში მეორე-მესამე კლასიდან მოდიან, ძირითადად გოგონები. ნიჭის აღმოჩენა რთული არაა, ელემენტარულ კერვას მაინც სწავლობენ, თვითონ არიან დაინტერესებული,რომ ოჯახში ეს ყველას დასჭირდება. რაც შეეხება ნამუშევრების მომზადებას, ამას რა თქმა უნდა, ინტერესი და მონდომება სჭირდება. არიან ჯგუფში ისეთები, რომლებიც თვითონვე ფიქრობენ, რა მასალისგან რა დაამზადონ. არიან ბავსვები, რომლებსაც ეს შეუძლიათ, თუმცა როგორ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, ამაზე უფროსისგან მითიტებები სჭირდებათ" , - აღნიშნა ლელა მერებაშვილი.

სპეციალისტები, რომლებიც ამ ბავშვებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ ხელსაქმე, რომელსაც ამჟამად მოზარდები ეუფლებიან, მათ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი