სუხიშვილის უნივერსიტეტი სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ნოემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გასულ თვეს შეუჩერდა. სტუდენტების ნაწილმა სწავლის გაგრძელება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადაწყვიტა, ნაწილი კი სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება და უნივერსიტეტის დატოვებას არ აპირებს. 

უნივერსიტეტის დამფუძვნებლის, ვალერი სუხიშვილის თქმით სააპელაციოში შეტანილი სარჩელი ავტორიზაციის შეჩერების შესახებ ჯერ არ განუხილავთ. მისი თქმით, საჩივრის განხილვის შემდეგ სასამართლოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 

“მიზეზი არ ჰქონდათ ავტორიზაცია შეეჩერებინათ, მაგრამ ხომ იცით, საქართველოში დიდ ხანს არ გაახარებენ წარმატებულ პროგრამას. თამამად ვამბობ, რომ საქართველოში ბევრი არ არის ჩვენნაირი უნივერსიტეტი. ჯერ არ განუხილიათ სააპელაციოში, როდის განიხილავენ არ ვიცი. ჯერ სააპელაციომ უნდა განიხილოს, რაღაც პროცედურებია გასავლელი, შემდეგ სასამართლოს მივმართავ ზარალის ანაზღაურებაზე, არ ვაპირებ დათმობას. არ მინდა გარკვეული ძალების მსგავსად ვლანძღო ჩემი ქვეყანა და ასე მივაღწიო ჩემს მიზანს. შემეძლო ვეროპის ლექტროთა გაერთიანებისთვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ არ მინდა ჩემი ქვეყანა ცუდად წარმოვაჩინო“, - ამბობს ვალერი სუხიშვილი. 

სასწავლებლის რექტორის, სოფო სუხიშვილის თქმით, სწავლის გაგრძელება სხვა უნივერსიტში 300-ზე მეტმა სტუდენტმა გადაწყვიტა, ნაწილი კი სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელის.

“სტუდენტების ძალიან ცოტა რაოდენობამ წაიღო საბუთები. ჩვენ ყველას, ვისაც შეგვეძლო, შევატყობინეთ, მაგრამ ბევრმა სტუდეტმა არ გადაიტანა საბუთები, იმიტომ, რომ აპელაციის იმედი აქვთ, თუ არადა გაზაფხულით გამოცხადებულ მობილობაზე გადავიტანთ საბუთებსო. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო საბჭო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - გვითხრა სოფო სუხიშვილმა. 

ევრორეგიონულ უნივერსიტეტის გორის ფილიალში დაახლოებით 500-მდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლებელს ავტორიზაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს შეუჩერდა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი