სათემო ცენტრის კარი ყველასთვის ღიაა - მოიჯარე დევნილებს პასუხობს

ნოემბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრის მოიჯარე ამტკიცებს, რომ იჯარით აღებული ფართით სარგებლობის უფლებას ნებისმიერ მსურველს აძლევს. ქეთევან ქველიძის თქმით, დევნილები ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ სათემო ცენტრით ვერ სარგებლობენ. 

მოიჯარე იმ დევნილებს, რომლებიც მას სათემო ცენტრის მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ, ასე პასუხობს: 

"შენობის იჯარით აღების დღიდან დღემდე, გარდა ქორეოგრაფიული საქმიანობისა, ამ შენობაში უსასყიდლოდ ორჯერ ჩაატარა ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი". მათ ზეპირსიტყვიერად სთხოვეს იმჟამინდელ დეპუტატს ბატონ ივანე არჩვაძეს შენობა ტრენინგის ჩასატარებლად, რაზეც მისაგან და ჩემგან მიიღეს თანხმობა. ამის გარდა, მერიის კულტურის სამსახურთან შეთანხმებით, 2018 წლის 8 ივნისსა და 2018 წლის 10 ივლის კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ სათემო ცენტრის შენობაში ჩატარდა თოჯინების თეატრი და მოეწყო ფილმების ჩვენება. აღნიშნულ ღონისძიებებს მასპინძლობა და მოსახლეობის მოწვევის ორგანიზება გაუწია ანსამბლმა "ქველმა". ასევე, 2018 წლის 11 ივნის ადამიანის უფლებათა ცენტრმა სათემო ცენტრში ჩაატარა ტრენინგი დევნილ მოზარდებთან".

ქველიძემ ეს განცხადება რადიო "მოზაიკას" მიერ მომზადებული მასალის "სათემო ცენტრი, რომლითაც დევნილები ვერ სარგებლობენ" გააკეთა. აღნიშნულ მასალაში, იძულებით გადაადგილებული პირი ნაზი ბერუაშვილი ამბობდა, რომ სათემო ცენტრით სარგებლობას დევნილები ვერ ახერხებენ და რომ შენობას მოიჯარე მხოლოდ საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის იყენებს. ამავე სტატიაში, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აღნიშნავდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მოიჯარესთან სახელშეკრულებო პირობების შეცლით შეეცდებოდა. 

karaleti sqrin Soti

ქეთევან ქველიძე ამბობს, რომ ნაზი ბერუაშვილმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. ამის დასტურად, მოიჯარემ რადიო "მოზაიკას" იმ ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალაც გამოუგზავნა, რომლებიც ბოლო პერიოდში აღნიშნულ სათემო ცენტრში გაიმართა. ქველიძის მტკიცებით, ცენტრში გამართული ღონისძიებების უმრავლესობას ნაზი ბერუაშვილიც ესწრებოდა. 

karaleti tojinebis teatri

"ნაზი ბერუაშვილი თავისი განცხადებებით მე დანაშაულში მდებს ბრალს. ასევე. ცილს მწამებს. მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში და ასევე შეცდომაში შეჰყავს ქალაქის მერი ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი. ტყულია ისიც, თითქოს მე მაქვს ცენტრის გასაღები. ეს ასე არ არის. ცენტრის გასაღებია აბარია ჩემი მოსწავლის დედას, რომელიც შენობას დილით 10:00 საათზე აღებს და 18:00 საათზე კეტავს".

ქეთევან ქველიძის თქმით, მან შენობა იჯარით ერთი წლისა და 5 თვის წინ აიღო. ამ დროის განმავლობაში შენობაში ცეკვის სტუდიაა გახსნილი. ქველიძე ანსამბლის "ქველი" ხელმძღვანელია. 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი