სამძებრო ექსპერიმენტი "ახალ ბაღში" - სრული ინფორმაცია

ნოემბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ახალ ბაღში" სამძებრო ექსპერიმენტი ტარდება. შსს-ს მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტერიტორიაზე გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებენ. 

"ახალ ბაღში" ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები აღარ მუშაობენ, თუმცა დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი ფართობი ამ დრომდე სპეციალური სამფერი დროებითაა მონიშნული. აღნიშნული არეალში შსს-ს წარმომადეგნლებმა ძიება დღეს დილიდან განაახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ტერიტორია სპეციალური სკანერით შეისწავლეს და მასალები გასაანალიზებლად ექსპერტებს გადაუგზავნეს. 

 

samZebro eqsperimentiiii

 

ექსპერიმენტის შესახებ ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციები:

შსს-ს წარმომადგენლებმა "ახალ ბაღში" გარკვეული ტერიტორია ყვითელი ლენტით გუშინ საღამოს შემოსაზღვრეს.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა მონიშნულ არეალზე მუშაობა დაახლოებით 21:00 საათისთვის დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოების დაწყების პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებდნენ. 

ძიება დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.

სხვადასხვა მედია-საშუალებები გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციამ ადგილზე გორში 25 ოქტომბერს 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მიიყვანა. მედიების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები სწორედ მის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დაიწყო. 

სამუშაოების მიმდინარეობისას, მედიებთან კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა - მაია გრიგოლაშვილის თქმით, ბრალდებულს მასთან 14 წლის მომხდარ დანაშაულზე არ უსაუბრია.

არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ასევე კავშირშია 14 წლის წინ გორში 11 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმესთან. 

გავრცელებული ინფორმაციებიდან, ამ დრომდე, შსს-ს არც ერთი არ დაუდასტურებია - უწყება ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. 

 

ინფორმაცია 14 წლის წინ მომხდარ დანაშაულთან ბრალდებულის კავშირის შესახებ:

9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის იდენტიცირებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება 14 წლის წინ სხვა ბავშვის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა. ეს ინფორმაცია თავად გაუჩინარებული ბავშვის ოჯახმა გაავრცელა. მოგვიანებით კი, ამაზე მსგასვი შინაარსის განცხადება ოჯახის ადვოკატმაც გააკეთა. 

14 წლის წინ მოზარდის გაუჩინარების ფაქტი შსს-მ ვერ გამოიძია. უწყებამ მაშინ მხოლოდ იმის დამტკიცება შეძლო, რომ ბრალდებულს ოჯახითვის ფულის გამოძალვა სურდა, ბრალიც ამ მუხლით წარუდგინა და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბავშვი არ გაუტაცებია, მან უბრალოდ გატაცების შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, ოჯახისთვის ფული გამოეძალა - კერძოდ, ოჯახი მოეტყუებინა, თითქოს თავად იყო გამტაცებელი და ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი მიეღო. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულმა ი.ნ. - მ 14 წლის შემდეგ პოლიციასთან ითანამშრომლა, თუმცა ამ ინფორმაციას მისი ამჟამინდელი ადვოკატი უარყოფს და ამბობს, რომ ი.ნ. დუმილის უფლებას იყენებს. 

შსს ჯერჯერობით განცხადებას არც ამის შესახებ აკეთებს.  

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი