mukilurji640X90

საარჩევნო კამპანია მეორე ტურამდე და ოპოზიციის ბრალდებები მმართველ გუნდს

ნოემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების" მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობენ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასილისა ჯაბახიძე მმართველ გუნდს ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშალურბს. მისი თქმით, გორელი მაღალჩინოსნები საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ 28 ნოემბერს ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ. ვალისი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მას მოსახლეობა უყვება. 

„რა თქმა უნდა, ვინაობებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ფაქტებს გეტყვით. დაშინება და შანტაჟი მიდის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებზე. მათ აქვთ დავალება მიღებული, რომ ყველა თანამშრომელმა აუცილებლად 48 უნდა შემოხაზონ და ატყუებენ, რომ კაბინაში კამერები ექნებათ დამონტაჟებული და გააკონტროლებენ, ვის დაუჭერენ მხარს. გარდა ამისა ატენში, გარეჯვარში გვაქვს ფაქტები, რომ აგიტატორები პირადობის მოწმობებს სთხოვენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ბინძურ კამპანიას ეწევიან ამომრჩევლის თავისუფალი ნებისა და გადაწყვეტილების წართმევის მიზნით“, - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

ოპოზიციის ფრალდებებს აფსურდი უწოდა სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა თენგიზ ხუბულურმა. პარლამენტარი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ამომრჩევლის დაბნევას და ამ გზით მოქალაქეთა განწყობებზე ზეგავლენას.

„ეს არის სიცრუე და სისულელე. ნაციონალური მოძრაობა არაერთ ტყუილს ავრცელებს ამომრჩეველზე გავლენის მოსაპოვებლად. არც არავის ვაიძულებთ, თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი და არც არანაირ პირადობის მოწმობებს სთხოვენ ჩვენი აგიტატორები. მიმდინარეობს ჩვეულებრივად საარჩევნო კამპანია და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს არ სცდება“, - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

არჩევნების მეორე ტური 28 ნომებერს გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში უპირატესობა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა. თუმცა მთელი ქვეყნის მონაცემების თანახმად, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევანის გაკეთება მოქალაქეებს ამჯერად 2 კანდიდატს შორის მოუწევს. ორივე გუნდს, მეორე ტურში საკუთარი კანდიდატის გამარჯვების იმედი აქვს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი