ახალი წელი ახალ სახლში - თეას და მისი შვილების ოცნება

ნოემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დახმარების გარეშე, თეა ადუაშვილი ახალ წელს ახალ სახლში ვერ შეხვდება.

 

თეა ადუაშვილმა საკუთარი შვილები დღესაც სახლში დატოვა და სხვისი ბინის დასალაგებლად წავიდა. მისი სამი შვილი, დედის დაბრუნებამდე, ერთმანეთს უვლის და თავს სხვადასხვა საქმით ირთობს. ერთ-ერთი ხატავს, მეორე კი ხმამაღლა ლექსებს კითხულობს. სამუშაოდ წასულ თეას უფროსი ბიჭის იმედი აქვს. იცის, რომ თავის ძმებს ყურადღებას მიაქცევს.

ამავე თემაზე: სხვისი სახლების დალაგება ოდესმე საკუთარი სახლის ქონის იმედით - თეა ადუაშვილის ისტორია

„ცუდი ამინდებია. ასეთ დროს ჩვენს სახლში წვიმა ჩამოდის. სულ დარდი მაქვს, არ გაცივდნენ. უფროსი ბიჭი ძალიან მეხმარება, პატარას ეგ უვლის. ზოგადად, სამივე სულ გვერდში მიდგას. გაჭირვებამ ერთმანეთზე ზრუნვა გვასწავლა“, - ამბობს თეა.

ის და მისი შვილები ამ დრომდე კარალეთის კორპუსებში, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობენ.

„ჩემს შვილებს ყველაფერი ენატრებათ. მეზობელმა გვათხოვა წყლის გამათბობელი და წყალს იმით ვაცხელებ. 40 ლარს ვიხდი ქირას და პირობებიც მაგის შესაბამისია. საჭმელი თუ პარკში არ შევინახე და სადმე არ ჩამოვკიდე, მეორე დღეს დაღრნილი გვხვდება“.

თეა ამ გაჭირვებას მალე ახალ სახლში გადასვლის იმედით უძლებს. ადამიანების დახმარებით, მან კარალეთში სახლი აიშენა. ამ დროისთვის, მისი სახლის კედლები ამოყვანილი და გადახარულია, თუმცა იქ ცხოვრება მაინც შეუძლებელია.

teas saxli sanaxevrod ashenebuli

„ვინ აღარ დამეხმარა. სულ უცხო ადამიანებმაც კი გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. გორის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბერნია და მერია დამიდგა გვერდში. აღარაფერს ვამბობ იმ მომღერლებზე, რომლებმაც ჩემს დასახმარებლად სავქელმედო კონცერტი გამართეს“.

სექტემბერში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე თეას დასახმარებლად 2 500 ლარი შეგროვდა. ამ თანხით თეამ ახალი სახლისთვის სამშენებლო მასალები იყიდა.

„საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებელუა. კედლებია გასალესი, იატაკი დასაგები და „სტეკლოვატა“ გასაკეთებელი. ადამიანები მეუბნებიან, რომ თუ მასალებს იშოვი, მოვალთ და ყველაფერს უფასოდ გაგიკეთებთო, მაგრამ საჭირო მასალების საყიდელი ფული აღარ მაქვს“.

იმისთვის, რომ თეა ახალ წელს ახალ სახლში შეხვდეს, დახმარება სჭირდება.

„უკვე მერიდება რამის თხოვნა, მაგრამ ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ სხვა გზა არ მაქვს. მე განათლება არ მიმიღია. ჩემი შვილები კი სწავლობენ და რავიცი, დედა ვარ და მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო მათი მომავლისთვის, რაც შემიძლია“.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი