გორში, ადამიანის უფლებების შესახებ, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო

ნოემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი:ხატია მუმლაძე

დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ბრისტოლის ველოსიპედების პროექტი“ 2009 წელსაა გადაღებული, რომელიც მიგრანტებისა და ლტოლვილების პრობლემებს ასახავს.

ფილმების ჩვენების ერთ- ერთი ორგანიზატორი "მეგობრობის ხიდი - ქართლოსია.

“ქართლოსის“ წარმომადგენლის, ლელა მაზმიშვილის თქმით, ახალგაზრდებმა დოკუმენტური ფილმის ნახვისა და მასთან თემატურად დაკავშირებული დავალებების მეშვეობით, უკეთ გაიგეს ლტოლვილისა და მიგრანტის განმარტება. 

“დღეს წარმოდგენილი ფილმი ეხება ლტოლვილთა და მიგრანტთა თემას, მოქმედება ხდება ინგლისში, როცა ერთ-ერთ მოქალაქე აგროვებს ველოსიპედებს და ურიგებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ლტოლვილებს. ფილმის ძირითადი თემაა მიგრაცია, ლტოლვილისა და დევნილის სტატუსი, ასევე ტოლერანტობა. ამ ფილმით ახალგაზრდებმა გაიგეს, თუ რა არის ტერმინის “ლტოლვილი“ განმარტება და უკეთ გააცნობიერეს რა სირთულეების გადალახვა უწევთ ადამიანებს, როდესაც იძულებით უწევთ საკუთარი ქვეყნის დატოვება და სხვაგან მიგრანტად ცხოვრება“, -ამბობს ლელა მაზმიშვილი. 

დოკუმენტური ფილმის ჩვენებას 25-მდე მოსწავლე დაესწრო. ახალგაზრდების თქმით, მსგავსი ფილმებით მიღებული ინფორმაცია მათ საკუთარი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვის შესაძლებლობას აძლევს. 

“ძალიან ემოციური იყო ეს ფილმი ჩემთვის, შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, სადაც ჩანდა როგორ არ სცემენ ერთმანეთის უფლებებს პატივს და ზღუდავენ სხვა ადამიანებს. პირადად მე ამ ფილმის შემდეგ უფრო უკეთ შევისწავლი ადამიანის უფლებებს და შემეძლება რომ საკუთარი თავი დავიცვა კონკრეტულ მომენტში“, -გვითხრა მარიამ ავოიანმა.

“ძალიან მომეწონა ფილმი, რადგან საუბარი იყო ადამიანების უფლებების დაცვაზე, რასაც ადრე ნაკლებად ეთმობოდა ყურადღება. საბედნიეროდ, ახალ თაობაში თანდათან ინერგება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა. ჩვენს თაობაში ნაკლებია ტოლერანტობა, ხშირია რასიზმი და ასე შემდეგ“,- ამბობს ლუკა ველიტაშვილი.

მუნიციპალიტეტებში ფილმების ჩვენების მიზანი ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაა. 

ადამიანის უფლებების შესახებ სულ 19 ფილმს აჩვენებენ. ფილმების ჩვენება გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ფხვენისში, ყელქცეულში, სკრასა და ხურვალეთში გაიმართება

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი