რა ეღირება პარკირება გორში და რამდენი იქნება ჯარიმა - 7 დღეში მანქანის გაჩერება ფასიანი ხდება

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რა თანხის გადახდა მოუწევთ მძღოლებს/მესაკუთრეებს ტრანსპორტის გაჩერებისთვის, როგორ შეძლებენ საფასურის გადახდას - აღნიშნული საკითხები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე განსაზღვრა.

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. ხმათა უმრავლესობით მიღებული დადგენილება პარკირების წესებთან ერთად, საფასურის ოდენობას და მისი გადახდის საშუალებებსაც განსაზღვრავს.

პარკირების საფასური დროის მონაკვეთების მიხედვით შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

„პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან მესაკუთრეს“, - წერია საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დადგენულებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში - საბანკო ტრანზაქციით, სწრაფი გადახდის აპარატებით, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით. ისე, რომ მძღოლს ან/და მესაკუთრეს შესაძლებლობა ჰქონდეს ანგარიშსწორების შედეგად მიიღოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ვანო ბალახაშვილის, საკრებულოს იურისტის განმარტებით, ამ საკითხების რეგულირების საშუალება ადგილობრივ ხელისუფლებას იმ საკანონმდებლო ცვლილებამ მისცა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლში შევიდა.

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის“ 125 მუხლით, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცათ განსაზღვრონ პარკირების საფასური და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევისთვის, მათ შორის ჯარიმა პარკირებისთვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობისათვის და სპეციალურად დაცულ სადგომზე ავტომანქანის გადაყვანის შემთხვევა.

ამ მუხლში ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე დაჯარიმდება 10 ლარით, თუ ის არ დაიცავს დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებს.

„დგომა-გაჩერების წესის დარღვევად ჩაითვლება პარკირების ადგილზე ტრანსპორტის პარკირება შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშე“, - გვითხრა ბალახაშვილმა.

parkireba   wesi  gori  sakrebulo

ვის ექნება ჯარიმის გამოწერის უფლება? - ამ კითხვაზე ვანო ბალახაშვილმა ასე გვიპასუხა:

„ჯარიმის გამოწერის უფლება ექნება საპატრულო პოლიციას და ასევე, პარკირების ადგილზე მყოფ ოპერატორს“.

ამ დროისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მოსაგვარებელი აქვს პარკირების ადგილებზე ოპერირების საკითხი. როგორც საკრებულოს იურისტი ამბობს, ამჟამად ორი ვარიანტი განიხილება:

  • შეიქმნას ახალი სამსახური, რომლის თანამშრომლებიც პარკირების ადგილზე იმორიგევებენ და კონტროლს გაუწევენ სატრანპოსრტო საშუალებების პარკირებას;
  • ხელშეკრულება გაფორმდეს უკვე არსებულ რომელიმე იურიდიულ პირთან, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს პარკირების წესების დაცვაზე.

პარკირების რეგულირების პროექტი საკრებულოს მერიამ წარუდგინა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტს გაზრდის.

მიღებული რეგულაციები ძალაში დადგენილების საქართველოს მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე, დაახლოებით ერთ კვირაში შევა. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი