ვაგონებიდან შენობამდე - რა პერიოდი გაიარა ერგნეთის სკოლამ

დეკემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

სკოლა საოკუპაციო ხაზთან - როგორ ვითარებაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ერგნეთის საჯარო სკოლაში ომიდან 10 წლის შემდეგ

“სწავლის დაწყებას ვერ ვახერხებდით, გამუდმებით ისროდნენ, ამ დროს დავინახე, რომ ბავშვები სკოლისკენ მორბოდნენ.“

ერგნეთის საჯარო სკოლა საოკუპაციო ხაზიდან 100 მეტრში მდებარეობს. სკოლის დირექტორი მედეა ტრამაკიძე ამბობს, რომ თავდაპირველად გაკვეთილები ვაგონებში ტარდებოდა, 2005 წელს კი სასწავლო პროცესმა შენობაში გადაინაცვლა.

“ერგნეთში სკოლა 90-იან წლებში გაიხსნა, მაგრამ მაშინ შენობა არ არსებობდა, სასწავლო პროცესი ვაგონებში მიმდინარეობდა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, სოფელი დაცლის პირას იყო, ადგილობრივი მოსახლეობაც გვერდით დამიდგა და ვთხოვეთ გორის რესურსცენტრს რომ სკოლა გახსნილიყო. თავიდან უარი გვითხრეს, რადგან ფიზიკურად შენობა არ იყო. ცხინვალის საზღვართან, მტკვარწყალმშენის ვაგონები იდგა და შევთავაზეთ, რომ ჩამოვიტანდით და გაკვეთილებს იქ ჩავატარებდით. 5 წელი ვიმუშავეთ ვაგონებში. ძალიან მძიმე პერიოდის გავლა მოგვიხდა, ბევრჯერ ვყოფილვართ საფრთხის ქვეშ, ერთხელ პირდაპირ ვაგონთან ჩამოვარდა ჭურვი“, - ამბობს მედეა ტრამაკიძე.

medea tramakidze - ergneti - skola

ერგნეთ -მამისაანთ უბნის საჯარო სკოლის შენობა 2005 წელს აშენდა, მაშინ სკოლაში 77 მოსწავლე სწავლობდა, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ კონტიგენტი მკვეთრად შემცირდა. მედეა ტრამაკიძის თქმით, ამჟამად სკოლაში მეხუთე კლასი არ არის.

“2008 წელს პირველი კლასი არ გვყავდა. ომის შემდეგ, სწავლა 2008 წლის 23 დეკემბერს განვაახლეთ, სულ 23 მოსწავლე გვყავდა. ნელ-ნელა მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურაც. საომარი მოქმედებების შემდეგ, სკოლის შენობა დაზიანდა, სახურავიც გადახდილი ჰქონდა. თანდათან მოსწავლეების რაოდენობაც გაიზარდა. სასწავლო პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, შეძლებისდაგვარად, ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებისთვის. სკოლის შესანარჩუნებლად ძალა არ დავიშურეთ, რადგან რომ არა ეს სკოლა, სოფელი ნელნელა დაიცლებოდა“, - იხსენებს მედეა ტრამაკიძე.

ერგნეთის სკოლაში ამჟამად 66 მოსწავლეს 20 მასწავლებელი ასწავლის. სკოლას სპორტული და სააქტო დარბაზი არ აქვს, რის გამოც ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარებას ზამთრის პერიოდში ვერ ახერხებენ.

bavshvebi - skola da xatia

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი