რას სთავაზობს დემოკრატიის სკოლა მსმენელებს - ღია კარის დღე გორში

დეკემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიის სკოლა, რას ისწავლით აქ და როგორ უნდა გახდეთ მისი მსმენელი - ამ კითხვებზე პასუხების გაცემის მიზნით გორის დემოკრატიის სკოლაში ღია კარის დღე მოეწყო. 

დაინტერესებულ საზოგადოებას დემოკრატიის სკოლების შესახებ ინფორმაცია ზაზა ჭიპაშვილმა მიაწოდა. ის "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD) წარმომადგენელი და გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორია.

"დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან."

დემოკრატიის სკოლისთვის მსმენელების შერჩევა აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. განაცხადის შევსება მსურველებს უკვე შეუძლიათ. დღევანდელ შეხვედრაზე ზაზა ჭიპაშვილმა აპლიკაციის შევსებისას გასათვალისწინებელ დეტალებზეც ისაუბრა. 

შეხვედრას ორგანიზაციის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ხითარიშვილიც ესწრებოდა. მან იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც დემოკრატიის სკოლები საკუთარ მსმენელებს 2019 წელს შესთავაზებენ. 

"ჯგუფში იქნება 20 მსმენელი.  5 თვის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო საკითხთან ერთად, სასწავლო პროგრამას კიდევ ერთი მოდულიც დაემატება - ეს შეეხება ქალაქებს, რადგან დღეს მეტად აქტუალურია ურბანული განვითარებისა და ეკონომიკის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე. გარდა ამისა, მსმენელები ჩართულები იქნებიან ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია განახორციელებს. პარალელურად, მათ საშუალება ექნებათ გაიცნონ სხვა კურსდამთავრებულები და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებებში". 

დემოკრატიის სკოლაში სწავლის მსურველებს აპლიკაციების გაგზავნა 2018 წლის 30 დეკემბერამდე შეუძლიათ. 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი