რაზე ოცნებობენ დევნილი ბავშვები - პატარების საახალწლო სურვილები

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

როგორ ხვდებიან დევნილი ბავშვები ახალ წელს. როგორია მათი საახალწლო განწყობა და სურვილები - რადიო "მოზაიკა" დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ესაუბრა.

10 წლის მარიამ ოქროპირიძე ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მარიამის ოჯახი აჩაბეთიდანაა დევნილი.  მას არ ახსოვს, როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს აჩაბეთში, მაგრამ გადმოცემით იცის, რომ ოჯახური ტრადიციის მიხედვით, 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ოჯახის ყველა წევრი ერთად უნდა შეიკრიბოს. ამბობს, რომ ყოველი ახალი წლისთვის სურვილს იფიქრებს. ზოგი აუსრულდა, ზოგიც არა. ახლა უნდა, რომ საახალწლოდ ლეპტოპი აჩუქონ.

"ძალიან მინდა ლეპტოპი მაჩუქოს ვინმემ ახალ წელს. უამრავ რამეში მჭირდება. ახალი წლის შემოსვლას ყოველთვის ოჯახში ვხვდებით, შემდეგ გავდივართ გარეთ. ეს ჩვენი საოჯახო ტრადიციაა", -  ამბობს მარიამი.

 

ლანა ოქროპირიძე 2008 წლის ომამდე სოფელ დისევში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება, შემდეგ კი საახალწლო კონცერტზე წავა მეგობრებთან ერთად. ამბობს, რომ საახალწლო საჩუქრად სმარტფონს ისურვებდა.

"თუ როგორ ვხდებოდით ახალ წელს დისევში, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან ლამაზი და დიდი ნაძვის ხე გვქონდა და ყველა ერთად ვიკრიბებოდით იქ. იქ იყო მუსიკაც, მხიარულებაც. ახლა, სიმართლე რომ ვთქვა, არც ისე სახარბიელო განწყობა მაქვს. თოვლის პაპის ნამდვილად აღარ მჯერა, მაგრამ თუ ვინმე სმარტფონს მაჩუქებს საახალწლოდ, მართლაც ძალიან გამახარებს", - გვითხრა ლანამ.

edzika-foto

ედუარდ ჯიოშვილი 16 წლისაა. როგორც თავად ამბობს, ყოველ ახალ წელს ზოგადი და მნიშვნელოვანი სურვილით ხვდება. უნდა, რომ ქურთაში დაბრუნდეს.

"10 წლის წინ წამოვედით ქურთიდან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა იქ დაბრუნება. ახალ წელს და ზოგადად ყოველთვის, სულ იმას ვნატრობ, რომ საქართველო გამთლიანდეს. ჩემი მიწა წყალი მაქვს და იქ მინდა ცხოვრება", - ამბობს ედუარდი.

როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ავნევში, თამარ ჭიღლაძეს არ ახსოვს. გვეუბნება, რომ საახალწლო სურვილად ახალი ტელეფონი ჩაიფიქრა.

"ტელეფონი მინდა, ძალიან. ჩემ გარშემო ყველას აქვს. მარტო სათამაშოდ კი არ მინდა, ბევრ რამეში დამეხმარება. თუ ვინმეს ჩემი გახარება უნდა, ტელეფონი მაჩუქოს", - გვითხრა თამარმა.

17630128 116950338845200 6670476617967102122 nfdfdsfd

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი