მოხუცები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ და ახლობლების ნახვაზე ოცნებობენ

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რა წინასაახალწლო ოცნებები აქვთ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს? 

ხურვალეთის თავშესაფარში მცხოვრები 12 მოხუცი ერთმანეთს საახალწლო სურვილებს უზიარებს და ახლო წარსულში ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებზე უყვება. აქ ყველას თავისი ისტორია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ - მათზე ოჯახის წევრების ნაცვლად, უცხო ადამიანები ზრუნავენ და საახალწლო მილოცვებსაც სწორედ მათგან იღებენ.

უკვე წლებია, ახალი წლის ღამე დანარჩენი დღეებისგან არაფრით გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით საახალწლო პროგრამებს, რომელსაც 31 დეკემბერს განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან.

ორგანიზაციამ, რომელმაც თავშესაფარი დაარსა, მოხუცებს ტელევიზორიც აჩუქა და დიდ ნაწილს ეს ადამიანებიც სწორედ მასთან ატარებენ. ახალი ამბების გარდა, მოხუცები თვალს შოუბიზნესის წარმომადგენელთა მოღვაწეობასაც აქტიურად ადევნებენ და მათი ცხოვრებით ინტერესდებიან.

სამაჩაბლოდან დევნილი 82 წლის მაყვალა ჟუჟნიაშვილი და გორელი 62 წლის თინა ელკანაური, თავშესაფარში სოციალური სამსახურის შუამავლობით მოხვდნენ. როგორც თავშესაფარის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, ისინი სახლიდან გერებმა გამოუშვეს. იმ დღიდან მათთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. მათი საახალწლო სურვილები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება და თითოეული მათგანი ოჯახის წევრების ნახვას ნატრულობს. 

moxuci da tavshesafari da ocneba 2019

„კოტეჯებიდან გერებმა გამომაგდეს, მას მერე თითქოს ახალი ოჯახი მაქვს თავშესაფარში. ჩემი საახალწლო სურვილია თოვლის ბაბუა მოვიდეს ჩვენთან და დაგვასაჩუქროს, და კიდევ რასაც განსაკუთრებულად ვოცნებობ, მინდა, რომ ქალიშვილი გამომეხმაუროს, რომელიც უკვე 7 წელია არ მინახავს“, - ამბობს 82 წლის მაყვალა ჟუჟნიაშვილი

62 წლის თინა ელკანაურს  გასართობი გადაცემები მოწონს. ქართული შოუების აქტიური მაყურებელია და საახალწლო სურვილიც შესაბამისი აქვს.

Tina elkanauri mocuxi da tavshesafari da oneba 2019


„ჩემი და ყველას სურვილია, აქ გია ჯაჯანიძე გვესტუმროს. ასევე, გვინდა საახალწლოდ რომელიმე მომღერალი ჩამოვიდეს. ანრი ჯოხაძესთან მინდა შეხვვედრა ძალიან. პირველად ციხეში ვნახე, მამამისთან იყო პაემანზე, მე კი ჩემი ქმრის მოსანახულებლად ვიყავი და მას მერე ტელევიზორით სულ თვალს ვადევნებ“, -ამბობს თინა.

68 წლის ნანო ბიძინაშვილი კირბალიდანაა. მას კითხვა უყვარს და ყოველდღიურად, ძირითადად, ამ საქმითაა დაკავებული. მისი საახალწლო სურვილია დათო ტურაშვილი ეწვიოს და თავისი რომელიმე წიგნი აჩუქოს.

moxuci tavsesafridan tavisi wignirt 2019

 

თავშესაფრის მორთვაზე 83 წლის მარიამ წიკლაური ზრუნავს. 18 წელია შვილი მასთან აღარ ცხოვრობს და მარტოა. ბოლო წლებია, ის თავშესაფრის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

"ნაძვის ხის გვერდით დასაყენებელი თივლის ბაბუა მინდა, რათა ჩვენი საახალწლო ნივთები უფრო გამრავალფეროვანდეს“, - ამბობს გორელი მარიამ წიკლაური.

mariam wikluri moxuci tavshesafrdan 2019

"სახლი საზღვრების გარეშე“ - ამჟამად თვითდაფინანსებაზეა. სახელმწიფო მხოლოდ 7 მოხუცს აფინანსებს. ორწლიანი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თავშესაფარში, ძირითადად, უსახლკარო ბენეფიციარები მიიყვანეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, რომ საკუთარი ოჯახის კმაყოფაზე მხოლოდ ორი ბენეფიციარია.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი