გორში 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს - სრული ინფორმაცია

დეკემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

რადიო "მოზაიკას" ადგილზე მომუშავე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თავიდან უთხრეს, რომ გარდაცვლილს დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა მალევე შსს-ს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"მოზაიკა" სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარ ექიმს ესაუბრა. როგორც თემურ თანიაშვილმა აღნიშნა, ადგილზე მისულმა ბრიგადამ სისხლიანი ცხედრის ახლოს სისხლიანი ტაბურეტი დააფიქსირა.

გარდაცვლილი 70 წლის ლილი დათუნაშვილია. ის დღემდე ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის სამშობიარო სახლის თანამშრომელი იყო. დაარსების დღიდან, დათუნაშვილი კლინიკის ლაბორატორიაში მუშაობდა.

სამშობიარო სახლის ექიმმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ ლილი დათუნაშვილი გუშინ სახლში 16:00 საათზე წავიდა და დღეს აღარ გამოჩენილა. სწორედ სამსახურში არმისვლის გამო, ადმინისტრაცია გარდაცვლილს შვილს დაუკავშირდა და მიზეზების გარკვევაში დახმარება სთხოვა.

რადიო "მოზაიკა" გარდაცვლილის მეზობლებსაც ესაუბრა. ისინი ამბოდნენ, რომ სახლიდან მოპარული იყო ფული. 

საქმე გორის პოლიციამ ღამით გახსნა. ამ დროისთვის დაკავებულია 50 წლის ქალი. თ.კ-მ დანაშაული აღიარა. 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ქურდობაზე წასწრება იყო. ქალი, რომელმაც გარდაცვლილს თავში ბოთლი რამდენჯერმე ჩაატყა, მის სახლში მდგმურად იდგა. 

"ოქროს საყურის მოპარვას ვცდილობდი, რა დროსაც მან შემამჩნია. ამას მოჰყვა დაპირისპირება, რა დროსაც ბოთლი რამდენჯერმე ჩავატყი თავში. შემდეგ ეს საყურე ლომბარდში ჩავაბარე", - რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, განაცხადა დაკავებულმა პოლიციასთან, გამოკითხვაზე ყოფნისას.

ამავე თემაზე: მკვლელობაში ეჭვმიტანილს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

 

 

რადიო "მოზაიკა" ინფორმაციას ოპერატიულად განაახლებს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი