ახალი წელი და ტრადიციები დიდი ლიახვის ხეობაში 2008 წლამდე - ფოტოები

დეკემბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები უკვე მე-11 ახალ წელს მშობლიური სოფლებიდან შორს ხვდებიან.

თამარაშენიდან დევნილი ნანა კახნიაშვილი 2008 წლის ახალ წელს იხსენებს, ამბობს რომ მაშინ სოფელში განსაკუთერებული საახალწლო გარემო იყო. 

"თამარაშენი ყოველთვის ძალიან ლამაზი სოფელი იყო, ლამაზი სახლები, თბილი ხალხი. 2008 წელს განსაკუთრებული განწყობა გვქონდა, რადგან ხეობაში ყველაფერი გვქონდა, რაც საჭირო იყო. ატრაქციონები, ბავშვებისთვის უამრავი გასართობი, ულამაზესი კინო-თეატრი. ტრადიცულად სუფრა ყველა ოჯახში იშლებოდა, სამაჩაბლოში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული მასპინძლობა ახასიათებდათ", - ამბობს ნანა. 

tam 2008 wlamde 2019 weli nana

 

თამარაშენი 2008 წლის ომამდე


ნანა კახნიაშვილი ამბობს, რომ ხეობაში ახალ წელს ძველი სტილით, 14 იანვარს უფრო აღნიშნავდნენ, ვიდრე 1-ელ იანვარს. 

"ჩვენთან შობის მერე უფრო ვიცოდით ახალი წლის აღნიშვნა, 7 იანვრიდან იწყებოდა ღორების დაკვლა და მზადება 14 იანვრისთვის. თუმცა მზადება, რა თქმა უნდა, ბევრად ადრე იწყებოდა და 1-ელ იანვარს მომზადებულები ვხდებოდით. ვცდილობდით ახალი წელი ჩვენი წინაპრებისგან გადმოცემული ტრადიციებით აგვეღნიშნა." 

2008 წლის შემდეგ ხეობაში მცხორები ადამიანებისთვის საახალწლო ტრადიციები ნელ-ნელა შეიცვალა. სხვადასხვა ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები ახალ წელს მშობლიურ სოფლებში დაბრუნების იმედით ხვდებიან.

axali weli tamarasheni 2019 weli da 2008 weli

თამარაშენი 2008 წლის ომამდე

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი