როგორ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა გორში - მონაცემები

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო წლების განმავლობაში, გორში მოსახლეობის შემცირების ტენდენცია იკვეთება.

საქ-სტატის ინფორმაციით, 1995 წლის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 34 300 ადამიანითაა შემცირებული, აქედან 16 600-ით უშუალოდ ქალაქ გორში, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა 17 700-ით შემცირდა.

კლების ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია 1995-2005 წლებში. ამ პერიოდში, მოსახლეობა 28 ათასით შემცირდა. გამონაკლისი არც ბოლო 10 წელია, ამ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 4 ათასამდე ადამიანით შემცირდა.

Sobadoba sikvdili gadarchena dabadeba bolo wlebi

ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში შობადობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია. მაგალითისთვის, 2010 წელს გორის მუნიციპალიტეტში 1 822, 2017 წელს კი 1 863 ბავშვი დაიბადა.

რაც შეეხება სიკვდილიანობას. ამ შემთხვევაში კლების ტენდენცია შეინიშნება. თუ კი 2010 წელს გორის მუნიციპალიტეტში 1 773 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წლისთვის ეს რიცხვი 1 542 - მდეა შემცირებული. ესე იგი, 2017 წელს, 2010 წელთან შედარებით გორის მუნიციპალიტეტში 231 ადამიანით ნაკლები გარდაიცვალა.

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი