როგორ მცირდება ქორწინებები და როგორ იზრდება განქორწინებები გორში - მონაცემები

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო წლების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში, რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა თითქმის განახევრებულია, განქორწინებების რიცხვი კი გაზრდილია.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვი 1 298 იყო, ბოლო მონაცემებით კი ეს რაოდენობა 749-მდე შემცირდა.

ამის საპირისპიროდ, განქორწინებების რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი - 2010 წლისთვის გორის მუნიციპალიტეტში განქორწინდა 137 ოჯახი, ბოლო მონაცემების მიხედვით კი, განქორწინების მაჩვენებელმა 335-ს მიაღწია.

აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თუ კი 2000 და 2005 წლებში განქორწინების მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, 2010 წელს განქორწინდა 64 წყვილი. ბოლო წლების განმავლობაში კი, ეს რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და 2017 წელს 202-ს მიაღწია.

qorwineba ganqorwineba bolo wlebis monacemebi saqstati

 

ავტორი : გიორგი დვალიშვილი

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი