ერასტი ელიჯარაშვილი ვიცე-მერობის მიღმა - დედის კომენტარი

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერმა კონტანსტინე თავზარაშვილმა საკუთარ მოადგილედ 28 წლის ერასტი ელიჯარაშვილი დანიშნა. რადიო "მოზაიკა" ახალი ვიცე-მერის შესახებ მის დედას თამარ მელიქიას ესაუბრა. 

ერასტი ელიჯარაშვილი მედიცინის სფეროს ცნობილი წარმომადგენლის, თამარ მელიქიას შვილია. თამარს მეუღლე მაშინ გარდაეცვალა, როცა ერასტი 6 წლის იყო. ამის შემდეგ დედა ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა. გორის ვიცე-მერს ყავს ერთი და. ამჟამად, 28 წლისაა, თუმცა ასაკის მიუხედავად, ამ დრომდე არერთ თანამდებობაზე მოუწია მუშაობამ. ბოლო 3 წელია, ის სამართალს გორის უნივერსიტეტში ასწავლის, ერასტი ლექციებს კითხულობდა სუხიშვილის უნივერსიტეტშიც.

თავდაპირველად, თბილისის 47-ე სკოლაში მიიყვანეს. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან სწავლა გორის სკოლაში "ინტელექტი" გააგრძელა. ზოგადი განათლების მიღება კი გორის 1 საჯარო სკოლაში დაასრულა.

საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან კავკასიის სამართლის სკოლაში ჩააბარა. ამის შემდეგ კი, პოლიციის აკადემიაში შევიდა.

მისი სამსახურები შსს-ს ექვემდებარებოდა. გამომძიებლად ის ჯერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა, მოგვიანებით კი საქმიანობა გენ.ინსპექციაში გააგრძელა.

თამარ მელიქია ამბობს, რომ ერასტი მენეჯერულ გამოცდილებას წლების განმავლობაში იღებდა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ვიცე-მერის მოვალეობებსაც თავს კარგად გაართმევს.

ვიცე-მერის დედის თქმით, ერასტი-პაპის სახელია, თუმცა ახლობლები მას ერიკოდ იცნობენ და ასე მიმართავენ.

ერასტი და დედამისი ბიოგრაფია

"პროფესიაზე ბავშვობაში არ საუბრობდა. რომელი სფერო მოსწონდა, ამასაც ვერ ვიგებდი. პრინციპულობა და დამოუკიდებლობა ადრეული ასაკიდანვე ახასიათებდა. ჰქონდა საკუთარი განყოფილება ნივთებისთვის, რომელსაც ვერავინ შეეხებოდა. მახსოვს მულტფილმის კასეტებს რომ ათხოვებდა ვინმეს, იწერდა და ინიშნავდა, ვის რა დროს უნდა დაებრუნებინა და თუ პირობას არ ასრულებდა ვინმე, შემდეგ ამას თავად ახსენებდა. ბავშვობიდანვე ძალიან მოწესრიგებული იყო. თავის საქმე იცოდა, როდის უნდა ესწვლა, რა დროს რა ჰქონდა გასაკეთებელი, ამაში უფროსები არ ვერეოდით, რადგან ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევდა. ვერ ვიხსენებ, რომ რამეზე გავებრაზებინე. თუ რამე საყვედურის თქმას დავაპირებდი, ისე წარმოაჩენდა ამბავს, რომ ვეღარც ვერავინ გაბედავდა რამე ზედმეტი გვეთქვა. მისი ვიცე-მერად დანიშვნა ჩემთვის მაგალითად მოულოდნელი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ დაკისრებული მოვალეობის შესრულება არ გაუჭირდება, რადგან პოლიციის აკადემიის დასრულების შემდეგ, ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა სამსახურში იყო დასაქმებული", - ამბობს თამარ მელიქია.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი