გაიზარდა თუ არა გორში გაზის გადასახადი - მოქალაქეთა პრეტენზიები და კომპანიის პასუხი

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელები ბუნებრივი აირის გადასახადს აპროტესტებენ. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ მიმდინარე თვეს მომატებული გადასახადი დაერიცხათ. 

ამ თემაზე დისკუსია სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს. 

“აშკარად ბევრი გადასახადი მოგვივიდა, სახლში თითქმის არ ვართ მთელი დღე, საღამოს ვრთავთ კარმას და ამხელა გადასახადი როგორ მოგვივდა ვერ ვიგებ.“ 

“რაც რეალურად უნდა იყოს, იმაზე ბევრად მეტი გადასახადი მოგვდის. არ ვაპირებ გადახდა, ყველა ასე რომ მოვიქცეთ ვერაფერს გახდებიან.“ 

“სოკარი მდიდრდება, ხალხი ღარიბდება“.

gazi sqreinebi gazrdili gadasaxadi 1

 

sinqronebi sqrinebi gazi sokariii 2


რადიო “მოზაიკა“ საკითხის გარკვევას “სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელთან შეეცადა. გიგა გრიგოლაშვილის თქმით, გადასახადის დაანგარიშების მეთოდი არ შეცვლილა და პრეტენზიების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიას ინდივიდუალურად მიმართონ. 


“ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც დარიცხული გადასახადის სისწორე აეჭვებს, შეუძლია ინდივიდუალურად მიმართოს განცხადებით კომპანიას და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, მოითხოვოს აღრიცხვის კვანძის და გაზმომარაგების სისტემის შემოწმება. მომხმარებელს ასევე შეუძლია, კომპანიისაგან მოითხოვოს მრიცხველის შემოწმება და გაარკვიოს სწორად მუშაობს თუ არა აღრიცხვის კვანძი“, - გვითხრა გრიგოლაშვილმა. 


გაზმომარაგების კომპანიასთან მოსახლეობის ნაწილს პრეტენზიები 2017 წლის დეკემბერშიც ჰქონდა. მაშინ 1500-მდე ადამიანმა ხელმოწერები შეაგროვა და ენერგოომბუცმენს საკითხით დაინტერესება სთხოვა, თუმცა სემეკმაც და ენერგოომბუცმენმაც კომპანიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრები არ დააკმაყოფილა. 

2018 წლის ბოლოს,  რეგიონებში ბუნებრივი აირის გადასახადი უმნიშვნელოდ შემცირდა. "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი აირი 56. 929 თეთრით განისაზღვრა. ტარიფი 0.011 თეთრით შემცირდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი