საკადრო ცვლილებები გორის მერიასა და სააგენტოებში - სრული ინფორმაცია

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წლის დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და სააგენტოებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა. 

გელა კაპანაძე, ზურაბ ჯალაღანია, ანა ლაფაჩი, ნონა ლურსმანაშვილი, თემო მანველიშვილი - მერიის ამ თანამშრომლებმა თანამდებობების დატოვების შესახებ განცახდებები ბოლო ორ კვირაში დაწერეს. გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, თეიმურაზ მანველიშვილის გარდა, ყველა მათგანის განცხადება დააკმაყოფილა.

იანვარში, თანამდებობების დატოვების შესახებ დაწერილი განცხადებების შედეგად, ვაკანტური შემდეგი პოსტები გახდა:

1. მერის პირველი მოადგილე
2. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
3. არქიტექტურის განყოფილების უფროსი
4. ადმინისტრაციული და შესყიდველის სამსახურის უფროსის მოადგილე.

გორის მერმა საკუთარი პირველი მოადგილე უკვე დანიშნა - ამ პოსტზე გელა კაპანაძე ერასტი ელიჯარაშვილმა ჩაანაცვლა.

ამავე თემაზე: ერასტი ელიჯარაშვილი ვიცე-მერობის მიღმა - დედის კომენტარი

პირადი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლებული ადამიანებიდან 1-ის გარდა, ყველას დასაქმების შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია:

1. გელა კაპანაძე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
2. ანა ლაფაჩი შიდა ქართლის გუბერნიის აპარატის უფროსი გახდა.
3. ნონა ლურსმანაშვილის დასაქმება სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში იგეგმება.

რაც შეეხება სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ჯალაღანიას, ის ამ დრომდე უმუშევარია.

ამავე თემაზე: გორის კულტურის სააგენტოს ახალი უფროსი და მოადგილე ჰყავს

ამავე თემაზე: გორის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპორტის სააგენტოში გადაჰყავთ

ამავე თემაზე: შიდა ქართლის გუბერნიის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს

ჯერჯერობით უცნობია, უმუშევარი დარჩება თუ არა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თეიმურაზ მანველიშვილი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი